• რეკლამა
  • კონტაქტი
22:48, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ამბავი” – დავით მესხიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:11 12-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ბათუმის მერიას მიმართავს:

“მართლა გულწრფელად,

გთხოვთ შეაჩერეთ ეს ამბავი – “ძალიან ძვირი და შრომატევადია” – ამ არგუმენტით მერია ქვაფენილს ბათუმის ქუჩებში ასფალტის საფარით ცვლის. 

ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ამ სამუშაოებისთვის სავარაუდოდ 8 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ფოტოები პრაღაში გადავიღე, სადაც ჩემი თვალით შევესწარი საგზაო სამუშაოებს. 

მშენებლები ქვებს იღებდნენ და სათითაოდ ნიშნავდნენ (ზოგიერთ შემთხვევაში ნომრავენ), რომ დროებით ამოღებული ქვები დიდი პატივით ისევ იქ ჩაებრძანებინათ, სადაც თავდაპირველად იყო განთავსებული.

ევროპის ტურისტულ ქალაქებში თვლიან, რომ ქვაფენილი გაცილებით ამშვენებს ქუჩებს, ვიდრე ერთფეროვანი ასფალტის საფარი.

არსად, მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ქვაფენილის აყრა! მით უფრო გაანადგურო ქუჩების ისტორია, “მანქანის ხადავოის” მოტივით. 

რაც უფრო ძველია ქვაფენილი მით მეტად უფრთხილდებიან!

კიდევ ერთი მითი: თითქოს ასფალტი უფრო გამძლეა და ათეული წლების განმავლობაში მიხედვა არ სჭირდება. ეს არაკომპეტენტურობაა! აბსოლუტურად ყველა გზას ესაჭიროება მოვლა-პატრონობა. ქვაფენილი კი პრაქტიკულად მუდმივია.

ბათუმის მერია/Batumi City Hall იქნებ კონსულტაცია გაგევლოთ არქიტექტორებთან, გზების ინჟინრებთან, ურბანისტებთან, სატრანსპორტო დარგის სპეციალისტებთან. ან უბრალოდ ფოტოების დონეზე მაინც მოიძიეთ ინფორმაცია ევროპული ქალაქების შესახებ. დაუშვებელია ქალაქის დამახინჯებაში 8 მილიონის გადახდა!”, – წერს დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved