• რეკლამა
  • კონტაქტი
12:40, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გრუშჩიკად“ ვიმუშავებ, სკოლაში მე ვეღარ გავჩერდებიო” – მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ, 8 წელი მიესაჯა

ალია ავტორი - ალია
20:01 11-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
994

რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელს, ქართლოს სამარგულიანს, რომელსაც 4 მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ, სასამართლომ 8-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მსჯავრდებული მასწავლებლის ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ 51 წლის მამაკაცი 2 ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში გამართლდა, ორი მე-6 კლასელი ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩადენაში კი გამტყუნდა.

ადვოკატის განმარტებით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა აღნიშნული მასწავლებლის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, ვინაიდან მას მე-6 კლასელმა შვილმა უთხრა, რომ „გაკვეთილის მსვლელობისას ინფორმატიკის მასწავლებელი ხელით შეეხო საჯდომთან, ასევე კისერსა და წელზე“.

თავად მსჯავრდებული სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ წაყენებული ბრალით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და საკუთარი განცხადების საფუძველზე სკოლა დატოვა.

„მოვიდა მშობელი პრეტენზიით, ბავშვი ტირისო, სკოლაში წამოსვლა არ უნდაო. გავგიჟდი, დამრიგებელიც იქ იყო და სასწავლო ნაწილიც. მე ვუთხარი, რას ლაპარაკობთ, რას მაბრალებთ, ამ ხნის კაცი ვარ, 51 წლის კაცი ვარ, ამდენი ბავშვი გავზარდე, ასეთი რაღაც ცხოვრებაში არ მომხდარა-მეთქი. მე იქ ვეღარ გავჩერდებოდი, მე იქ ელემენტარულად აღარ დამედგომებოდა. წავალ, „გრუშჩიკად“ ვიმუშავებ, სკოლაში მე ვეღარ გავჩერდები-მეთქი, სკოლის დირექტორს ვუთხარი“, – აცხადებს მასწავლებელი ჩვენებაში.

ქართლოს სამარგულიანი დანაშაულს არ აღიარებს.

„რანაირად ვთქვა? მქონდეს დანაშაული, პრობლემა არ არის. გინდა ხატზე დავიფიცებ, თუ გინდა, სიცრუის დეტექტორზე შემამოწმეთ, რაც გინდათ, ის მიქენით, მაგრამ თავს დამნაშავედ არ ვცნობ“, – აცხადებს სამარგულიანი.

თავის მხრივ, ადვოკატი ირწმუნება, რომ საქმეში მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება გარყვნილი ქმედების 6 ეპიზოდში ჰქონდა წარდგენილი, ის 3 ეპიზოდში გამართლდა, 3-ში კი გამტყუნდა. ის მხოლოდ ერთადერთი მოწმისა და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების საფუძველზე გამტყუნდა, რომელიც არც ერთი სხვა მტკიცებულებით გამყარებული არაა. განაჩენი, რომელიც სასამართლომ გამოაცხადა, უკანონო და დაუსაბუთებელია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მინიმალური სასჯელი, 8 წელი მიესაჯა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა თქვა, რომ ჩვენება ერთ-ერთი დაზარალებულის თხოვნით მისცა და გააზვიადა ის, რაც გაკვეთილის პროცესში შეიძლებოდა მომხდარიყო, დანარჩენი უკვე გამოძიებამ გააზვიადა და გაამძაფრაო. ერთ-ერთმა ბავშვმა თქვა, რომ მასწავლებელი შუა გაკვეთილზე შეეხო მხარზე, თავზე, წელზე და საჯდომთან და თითქოს ტიროდა, თუმცა შემდეგი გაკვეთილის მასწავლებელი აცხადებს, რომ წინ ეჯდა ეს მოსწავლე და მას არაფერი შეუნიშნავს.

თავად მასწავლებელი ამბობს, რომ 10-15 წლის განმავლობაში 2 სკოლაში ასწავლიდა და არც ერთხელ, მსგავსი ბრალდება მის წინააღმდეგ არ ყოფილა და არასდროს ბავშვებს არ შეხებია არამეგობრულად და ცუდი განზრახვით“, – აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, 51 წლის ქართლოს სამარგულიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალი წარდგენილი აქვს ასევე სკოლის დირექტორსაც და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მას დანაშაული შეუტყობინებლობას ედავებიან.

“ინტერპრესნიუსი”

თეგები: რუსთავიჯაბა კოჭლამაზაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved