• რეკლამა
  • კონტაქტი
00:58, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გრცხვენოდეთ. იმედი მაქვს ქოცებთან ერთად ჩაგრეცხავთ ქართველი ხალხი“ – ტორესა მოსი ოპოზიციის ნაწილს

ალია ავტორი - ალია
21:37 06-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21,407

მწერალი, მუსიკოსი და იუსრისტი ვახტანგ მოსიაშვილი, რომელსაც საზოგადოება ტორესა მოსის სახელით იცნობს, სოციალურ ქსელში წერს:

„ძვირფასო პოლიტიკოსებო. თქვენი აზრით, ასზე მეტი ქართველი მწერალი, რომელიც უკვე მერამდენე წელია სრულ ბოიკოტშია კულტურის სამინისტროსთან, სულელები ვართ? კინოს სფეროს 400-ზე მეტი წარმომადგენელი ასევე ბოიკოტში რომ არის, ეგენიც სულელები არიან? თეატრის მსახიობები და რეჟისორები სულელები არიან?
რა არგუმენტითაც თქვენ ახლა ამართლებთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, იგივე აკადემიური არგუმენტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუჯეტის ფული, იდეაში ბიძინას ფული არ არის და ბიუჯეტიდან დაფინანსების მისაღებად სამინისტროსთან თანამშრომლობა ქოცებთან თანამშრომლობა არ არის.
ცხადია ყველას გვესმის, რომ იმ რეალობაში და იმ კონტექსტში, სადაც ვართ, ეს არის აბსურდი და კონფორმიზმი. ამიტომ არ ირღვევა ჩვენი მხრიდან ბოიკოტისა და ართანამშრომლობის რეჟიმი.
იცით როგორ გამარტივდებოდა ჩემთვის ცხოვრება ასე რომ არ იყოს? ვერ წარმოიდგენთ. მილიონი იდეა და პროექტი მიდევს, რომლის გაკეთებაც შეგვიძლია თუნდაც ამბავი კრეატორსს, მაგრამ შემოდებული გვაქვს თაროზე სანამ ქვეყანა მართლა ქართველ ხალხს დაუბრუნდება.
ჰოდა, რაც არ უნდა აპრავოთ, ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის ქოცობა, ჩვეულებრივი ღალატია ყველასი, პატიმრებისაც, რუსთაველზე მდგომი ხალხისაც, ჩვენიც, ვინც ამდენი ხანია მტკიცედ და პრინციპულად ართანამშრომლობას ვირჩევთ და კიდევ უფრო ზოგადად ესაა ამ ქვეყნის ღალატი.
განა რამეა, მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ ვინც მაგას გააკეთებთ, ჩემთვის თქვენსა და ქოცებს შორის ჩვეულებრივი ტოლობის ნიშანი დაჯდება. უფრო მეტიც, აი 30 ვერცხლად გაყიდვაა ეგ. მოკლედ, მე პრობლემას ვერ ვხედავ, კარგია ლუსტრაცია.
ისე ქოცების უფრო მესმის ვიდრე თქვენი. ეგენი მართლა სარგებელს მაინც იღებენ, თქვენ რასაც ჰქვია 30 ვერცხლად მზად ხართ გაგვყიდოთ.
გრცხვენოდეთ. იმედი მაქვს ქოცებთან ერთად ჩაგრეცხავთ ქართველი ხალხი.“
თეგები: ტორესა მოსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved