• რეკლამა
  • კონტაქტი
09:55, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია – ჩვენი სისტემა არ არის დემოკრატიული, სწორედ ამ სისტემის დემოკრატიულად შეცვლას დააკვირდება ენდიაი

ალია ავტორი - ალია
19:14 08-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

“დღეს, ენდიაის მიერ გამოქვეყნებული კვლევა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ძალიან ნათლად და ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ საჭიროა პოლიტიკური ნება იმისათვის, რათა არჩევნების სისტემამ ასახოს ის დემოკრატიული წინსვლა, რომელიც არსებობს რეფორმების დონეზე,”-ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ ენდიაის კვლევების შეფასებისას განაცხადა.

“ დღეს ჩვენ ძალიან ნათლად, მკაფიოდ ვისმენთ, რომ თუკი პოლიტიკური ნება არ იქნება ადგილზე, წინა თვეებში მიღებული რიგითი ცვლილებები არ იქნება არანაირი ეფექტის მატარებელი ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ კვლევის თანახმად, დღემდე კვლავ არსებობს პრობლემური მიმართულებები, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და როგორიც არის დაშინება წინასაარჩევნო პერიოდში,”-აღნიშნა გეგელიამ.

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამკვირვებლები დასავლელი მეგობრები და პარტნიორები არიან, რომლებიც დააკვირდებიან, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს.

“ჩვენი დასავლელი პარტნიორები არცერთი წამით არ შეეგუებიან იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა სრულად და საბოლოოდ მოიპაროს და მიიტაცოს ქართული დემოკრატია. ამას არ დაუშვებს არც ქართული საზოგადოება, არც ქართული ოპოზიციური სპექტრი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, არც ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ სრულიად არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში, რომელიც იქნება თავისუფალი შევიწროვების, შანტაჟის, მოსყიდვის, დაშინების და ყველა სხვა გადაცდომისაგან იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს საშუალება, რომ თავისი თავისუფალი არჩევანი დააფიქსიროს. კვლევაში აღნიშნულია, რომ დღემდე ჩვენი სისტემა არ არის დემოკრატიული, არ არის თავისუფალი და არ არის სამართლიანი. კვლავ გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი, კვლავ ხდება ადამიანების დაშანტაჟება და შევიწროება პოლიტიკურ ნიადაგზე და კვლავაც ჩვენი სისტემა არ არის მომართული არც თავისუფლებაზე, არც თანასწორობაზე და არც სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც უნდა შეიცვალოს,”-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებისაგან სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა მიიღეს, თუმცა მეტი ნდობისთვის, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. უფრო კონკრეტულად კი საუბარია, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან, სიძულვილის ენის, მოსყიდვისა და ძალადობისგან.

თეგები: გრიგოლ გეგელიალელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved