• რეკლამა
  • კონტაქტი
13:23, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გრძელი თმა, დრო და ადგილი ემთხვევა – “მერსედესი” აქტუალური მანქანაა”

ალია ავტორი - ალია
02:42 07-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს:

“თენგიზ ბარბაქაძე და ირაკლი მუმლაძე – პირველი მანქანის ანუ მერსედესის მგზავრები.

მერსედესის მგზავრები, ყველანი ამბობენ, რომ ჩხუბის მერე წავიდნენ ისევ იმ აგარაკზე, სადაც იყო დაბადების დღე და იქ დატოვეს ორი ადამიანი – თენგიზ ბარბაქაძე და ირაკლი მუმლაძე, სხვები კი, მათივე მტკიცებით, წამოვიდნენ თბილისში.

რატომ მივიდნენ ისევ აგარაკზე – ბარბაქაძის თქმით, იქ დატოვებული ჰყავდა საკუთარი ავტომანქანა და მიაკითხა. აი რას ამბობს თენგიზ ბარბაქაძე: ,,რადგან მე ვიყავი ნასვამი, საჭესთან არ დავჯექი და დავიძინე ავტომანქანაში. რომ გათენდა, დილით მე და ირაკლი მუმლაძე წამოვედით ჩვენს საცხოვრებელ სახლში. სახლში რომ მივედი, მე მომწერა ფეისბუქზე ანა გაბეჩავამ და მითხრა, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო დაკაგული და ვერ პოულობენო”

ახლა რატომაა საინტერესო ეს ეპიზოდი. საქმეში დევს ერთი საყურადღებო ჩვენება. ორი ადამიანი აპირებდა თბილისიდან ჭიათურაში წასვლას. საღამოს, დაახლოებით 11 საათზე იქირავეს მანქანა, რომელსაც გზად რაღაც პრობლემა შეექმნა, გორთან მოატრიალეს და დაბრუნდნენ ისევ უკან, დედაქალაქში. თბილისისკენ მომავალნი – როცა მიუახლოვდნენ მცხეთას, ჩვენთვის უკვე ნაცნობ არაგვის ხიდს, ისინი ორმა ადამიანმა გააჩერა და თბილისში წაყვანა სთხოვა. იყვნენ 18-20 წლის ახალგაზრდები. ეს ხდება სამრეცხაოსთან 01:31-ზე.

ამ დროს ადგილზე არავინ უნდა იყოს – არც მერსედესისა და არც ტოიოტას მგზავრებიდან. წესით, იქ ყველაფერი დასრულებულია. ამ ორმა ახალგაზრდამ, რომელიც მანქანაში ჩაისვეს, ითხოვა, რომ მიეყვანათ ,,ნახალოვკაში”, კიკვიძის ბაღთან.

ეს საყურადღებო ადგილია. თენგიზ ბარბაქაძეც და ირაკლი მუმლაძეც ცხოვრობენ ბეჟანიშვილის ქუჩაზე, კიკვიძის ბაღთან. ვინც დაიმგზავრა ახალგაზრდები, ჰყვება, რომ ერთ-ერთს ჰქონდა გრძელი თმა.

მერსედესის მგზავრებიდან გრძელი თმა აქვს თენგიზ ბარბაქაძეს. გადაჭრით არაფერს ვამბობ. უბრალოდ დააკვირდით:

ორი ახალგაზრდა – ემთხვევა

ერთ-ერთი გრძელთმიანი – ემთხვევა

ღამის ორის ნახევარზე – კონფლიქტიდან მალევე, არაგვის ხიდთან – ემთხვევა

მიდიან კიკვიძის ბაღთან, სადაც ცხოვრობენ ბარბაქაძე და მუმლაძე – ემთხვევა

მერსედესმა როცა დატოვა აგარაკთან ეს ორი, ნამდვილად დილამდე დარჩნენ თუ რაღაც მომენტში ხიდთან მივიდნენ ? კიდევ ერთხელ ვამბობ, მერსედესი არის ისევ და ისევ საინტერესო და აქტუალური მანქანა ! დანარჩენს გამოძიებამ უნდა უპასუხოს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved