ქურდობა გორში – სოფელ თორტიზაში, ერთ-ერთი ადგილობრივის სახლი გაქურდეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გვიან ღამით იმ დროს მოხდა, როდესაც სახლში არავინ იმყოფებოდა.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სახლიდან ძვირფასი ნივთები და ალკოჰოლური სასმელები წაიღეს.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია, ძალოვნები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ და ადგილობრივებს ჰკითხავენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: „მთავარი არხი“














კომენტარები