გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას TV მონიტორინგი ავრცელებს.
ქვეითად მოსიარულე 50 წლამდე ასაკის მამაკაცს, მსუბუქი ავტომობილი რესტორან ,,ნაჭარმაგევის” მიმდებარედ დაეჯახა. შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
კომენტარები