• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გორის “დილა” ჯაბა კანკავასთვის წითელი ბარათის გაუქმების თხოვნით სადისციპლინო კომიტეტს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
16:03 05-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
947

გორის “დილა” სადისციპლინო კომიტეტს მიმართავს თხოვნით, ჯაბა კანკავას წითელი ბარათი გაუუქმოს. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალურ განცხადებაში დაწერა.

“უპირობო პატივისცემა ჯაბა კანკავას მიმართ ქართულ ფეხბურთში ფასდაუდებელი ღვაწლისთვის. ასევე პატივისცემა დინამო თბილისის ყველა ფეხბურთელს. მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ სადისციპლინო კომიტეტს ჯაბა კანკავას წითელი ბარათის გაუქმების თაობაზე. იდენტიფიცირებულია ინციდენტში მონაწილე პირები. მატჩის შემდეგ მოხდა შეხვედრა ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ინციდენტში მონაწილე პირებს შორის. მადლობა უსაფრთხოების სამსახურს და პოლიციას დროული რეაგირებისთვის და მაღალი რისკის თავიდან აცილებისთვის. თამაშის დასრულების შემდეგ დინამოს სრული შემადგენლობა მივიდა კონფლიქტის ტრიბუნასთან, საიდანაც აპლოდისმენტები და პატივისცემა მიიღეს, რაც მიუთითებს გორელი გულშემატკივრის სწორი ფასეულობების ქონას”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 28 მაისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე “დინამო” თბილისისა და გორის “დილას” მატჩის მიმდინარეობისას ჯაბა კანკავას გულშემატკივრებთან კონფლიქტი მოუვიდა. მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც კანკავას გაღიზიანება მოჰყვა. დღეს, მომხდარ ინციდენტს “დინამო” გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ სადისციპლინო კომიტეტი დეტალურად განიხილავს მომხდარ ფაქტს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

14:07 01-21-2026
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის — “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
ახალი ამბები

ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის — “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა

13:21 01-21-2026
სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

12:36 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved