• რეკლამა
  • კონტაქტი
17:50, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გომელაურმა და ღარიბაშვილმა ნადირობის სეზონი გახსნეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე – მედიის განცხადება

ალია ავტორი - ალია
14:57 07-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

გომელაურმა და ღარიბაშვილმა ნადირობის სეზონი გახსნეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე – მედიამენეჯერების ერთობლივი განცხადება დღეს, თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებზე და მოძალადეების თავდასხმებზე.


“მთავარი არხის”, “ფორმულასა” და “ტვ პირველის” დირექტორებმა ერთობლივი განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.
მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, ჩვენ თვითონ დავიცვათ ჟურნალისტები. მათი სიცოცხლე არ არის დაცული – ამბობს ტვ პირველის დირექტორი ვატო წერეთელი.


საშიში პროცესი, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას. ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო ძალადობას – ამბობს “ფორმულას” ხელმძღვანელი, ზუკა გუმბარიძე


მედიამენეჯერები ყველაფერზე პასუხისმგებლობას აკისრებენ ხელისუფლებას და პირველ რიგში პრემიერს, რომელმაც მათი შეფასებით დღევანდელ ძალადობა წაახალისა. ხელისუფლების გარდა, მედიამენეჯერების თქმით, პასუხისმგებელია საპატრიარქო.
საქართველოს ხელისუფლება არ, ან ვერ ასრულებს საკუთარ პოზიტიურ ვალდებულებას დაიცვას მოქალაქეები დამნაშვეებისგან, რომლებიც ემუქრებიან ადამიანებს სიცოცხლის მოსპობით;
ჩვენ ჟურნალისტებს აქვთ მიღებული მნიშვნელოვანი დაზიანებები..; ამბობს ნიკა გვარამია.


“მთავარი არხის გენერალური დირექტორის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არ აიღო პასუხისმგებლობა აღნიშნულზე, ხოლო პოლიცია მოქმედებს შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ არა პრევენციულად. გარდა ამისა, მათი რაოდენობა საკმარისი არაა.
ნიკა გვარამიას თქმით, მოძალადეები თავს ესხმიან ყველა მედიასაშუალებას და არა მხოლოდ კრიტიკულს. მან სოლიდარობა გამოუცხადა რუსთავი 2-ს, იმედს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, პალიტრას და ყველა იმ მედიას, ვისი ჟურნალისტიც დღეს მოძალადეებმა სცემეს.


“მოცემულობა არის იმგვარი, რომ არავითარი დაცვის გარანტია არ არსებობს, საფრთხე ექმნება ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მე არავის არ მოვუწოდებ და არც ვთხოვ უკან დახევისკენ, ვთხოვ იმის გათვალისწინებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიცოცხლე და ჯანმრთელობა” ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში, ვერ და არ იქნება დაცული ადამიანების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
ნიკა გვარამიას მმართველ უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯომარეს მოუწოდებს, შეაფასოს პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომლმაც მისივე თქმით, წაახალისა ძალადობა.


ღარიბაშვილმა წაახალისა მოძალადეები და პოლიტიკურ სპეკულაციებს მიჰყო ხელი და საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა მოძალადეები, რაც არის სირცხვილი – ამბობს ნიკა გვარამია.

მედიამანეჯერები დიპლომატებსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, ჩაერთონ უფრო აქტიურად და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია იმ ყველაფერზე, რაც დრეს თბილისში ხდება.

თეგები: თავდასხმა ჟურნალისტებზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved