• რეკლამა
  • კონტაქტი
09:53, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გომელაურის უწყება 7 მილიონად ტელეფონებიდან ინფორმაციის წამკითხველ პროგრამას ყიდულობს

ალია ავტორი - ალია
18:08 02-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,208

ვახო გომელაური ისრაელის კიბერუსაფრთხოების კომპანია Cellebrite-ისგან 6,796,092 ლარის ღირებულების მოწყობილობებისა და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს, რომლებიც მობილურ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ციფრულ აპარატურაში დაცული ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.

ქვეყანაში დაწყებული რეპრესიების ფონზე გაჩნდა ვარაუდი, რომ უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ პროგრამას რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებზე შურისძიებისთვის გამოიყენებს.

ექსპერტები ბელორუსის, რუსეთსა და სერბეთის მაგალითს იხსენებენ, სადაც დიქტატორულმა რეჟიმებმა კრიმინალისტიკური პროგრამა ოპონენტების დევნისთვის გამოიყენეს.

“სახელმწიფო საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობების დისკრედიტაციას აკეთებს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე და ფაქტობრივად უსაფრთხოების სექტორის ოპერატიულ-ტექნიკურ რესურსებს პარტიის ინტერესებისთვის იყენებს. მანიფესტაციებზე ნაცემ-ნაწამებ ხალხს ხშირად ტელეფონებსაც ართმევდნენ, ამ ტელეფონთაგან ზოგიერთი ლომბარდებში ხდებოდა, ზოგიერთი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტურ დეპარტამენტში. ეს დეპარტამენტი არის ერთ-ერთი, რომელსაც მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფები გააჩნია. იკვეთებოდა მსგავსი ნიშნები, რომ ეს ტელეფონები, ჩამორთმეული ან წართმეული საშუალებები, რაღაც დანაშაულთან კავშირში კი არ იყო ამოღებული, არამედ თევზაობდნენ, იქნებ რამე ეპოვათ.  საბოლოოდ, არ გაგვიკვირდება, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა, რომლებიც სახელმწიფოს აძლევდნენ, ეს გზები დაიკეტოს”- ამბობს “პირველებთან” გიორგი დავითური, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”.

ქართულ რეალობაში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს  ანდრო გოცირიძეც:

“პროგრამა არის აპრობირებული, იყენებენ საგამოძიებო მოქმედებებისთვის,  ის ტელეფონებზე წვდომას უზრუნველყოფს, საუბარია ძირითადად ჩამორთმეულ ტელეფონებზე, მის სწრაფად გახსნას და იქ საგამოძიებო მასალების მოძიებას უზრუნველყოფს.  თავისთავად , ამ პროგრამას ძალიან ბევრი სახელმწიფო იყენებს, ისრაელის კომპანია, მაგრამ  აქ მნიშვნელოვანია, რამდენად გადის პოლიცია ლეგიტიმურობის ჩარჩოდან – ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენთან ყოველგვარი პროცესუალური ნორმების დარღვევით ტარდება, (იქნება ეს ტელეფონის ჩამორთმევა, თუ დასაკითხად გადაყვანა, ან გამოკითხვა)  ვეღარ გაიგებ, საგამოძიებო მოქმედება ტარდება თუ რაღაც დაშინების ღონისძიება, გასაგებია, რომ ეს შესყიდვა რისკების შემცველია, თუმცა ჩვენ მაინც უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის “პეგასუსის” ტიპის  პროგრამა”- ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved