• რეკლამა
  • კონტაქტი
12:26, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გომელაურის უეცრად გამდიდრებული სიძე – მანქანები და ბინები 1 700 000 ლარის ღირებულების

ალია ავტორი - ალია
21:32 02-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
906

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ქალიშვილის, ანა გომელაურის ქმრის სახელზე გაფორმებულია ბიზნესკლასის ავტომობილები და ბინები ლუქს კლასის კორპუსებში.

ქონების ღირებულება, რომლის მფლობელიც 27 წლის შალვა ომსარაშვილი 2022 წელს გახდა, მედიის ცნობით, ჯამში მილიონ 700 ათას ლარს აღწევს. სანამ ახალგაზრდა გომელაურის სიძე გახდებოდა, გურჯაანში, სოფელ ნაურთალში მხოლოდ 6 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობდა. წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროდან მედიას უყვება, რომ ძვირადღირებული მანქანები ომსარაშვილმა მინისტრი სიმამრისგან საჩუქრად მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, შალვა ომსარაშვილის სახელზე, სამი მანქანაა რეგისტრირებული, აქიდან ორი, 2022 წლის მოდელის ბიზნეს და ლუქს კლასის ავტომობილებია. ერთი ბოლო მოდელის “რენჯროვერ სპორტია”, მეორე კი “მერსედეს ლიმუზინი”.  მხოლოდ ორი მოდელის სავარაუდო ფასი, 700 ათას ლარს სცდება.  შინაგან საქმეთა მინისტრის სიძის, შალვა ომსარაშვილის სახელზე რეგისტრირებულია 2022 წელს გამოშვებული კიდევ ერთი ბიზნეს კლასის ავტომობილი.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოდან მოპოვებულ მონაცემებში წერია, რომ გომელაურის სიძე, 2022 წლის მანქანის სამ მოდელს ფლობს, თუმცა ბაზაში ორ მანქანას ერთი და იგივე სახელმწიფო ნომერი აქვს. ირკვევა, რომ ორიდან ერთი მანქანა შალვა ომსარაშვილმა გაასხვისა. გომელუარის სიძემ ბინა “სონეტ დეველოპმენტში” საჯარო რეესტრის მონაცემებით, სესხის გარეშე იყიდა. უძრავი ქონების სააგენტოს პორტალის მონაცემებით, აქ ახლა ერთი კვადრატული ბინის ფასი  2500 დოლარზე მეტია. 2022 წელს მინისტრის შვილზე ქორწინებიდან, მალავე, შალვა ომსარშვილის სახელზე კრწანისის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარედ, 100 კვადრატული ბინა გადაფორმდა.

როგორ მოაგროვა ვახტანგ გომალაურის სიძემ ერთ წელიწადში, ერთი მილიონ 700 ათას ლარამდე ქონება, შს მინისტრი კითხვას არ პასუხობს.

 

თეგები: ვახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved