• რეკლამა
  • კონტაქტი
18:54, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(+18) – “გოგონა, რომელიც მიყვარდა, მოვკალი” – ყოფილმა პედაგოგმა გოგონა გააუპატიურა და გაგუდა

ალია ავტორი - ალია
20:02 04-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

თბილისში გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის 45 წლის მამაკაცს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ძალოვნებმა დამნაშავე იმავე ღამით დააკავეს, რომელმაც ზემოხსენებული ამბები დეტალურად მოყვა. თუმცა, მოგვიანებით, როცა სასამართლოზე წარდგა, წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება ნაწილობრივ შეცვალა.
განსასჯელის ჩვენებიდან: „ეკა მიყვარდა. ძალიან მინდოდა ჩემი ცოლი გამხდარიყო, მაგრამ ამის თქმას ხმამაღლა ვერ ვბედავდი. ვიცოდი, არ მომათხოვებდნენ, რადგან მასზე უფროსი ვარ. რამდენჯერმე ქუჩაში დავხვდი, ავუხსენი, რომ მიყვარდა. კარგ ქმრობას ვპირდებოდი, მაგრამ არ მომისმინა. ხელი ჩავიქნიე… იმ დღეს მაგრად დავთვერი, სახლში ვბრუნდებოდი და უცებ ეკა გამახსენდა. გადავწყვიტე, მისთვის თვალი შემევლო.

ვიცოდი, მშობლები სახლში არ იყვნენ. დილით დავინახე, სოფლის ავტობუსით წავიდნენ. როცა მათთან სახლში მივედი, ეკას ვუთხარი, რომ მამამისთან მქონდა საქმე. მიპასუხა, სახლში არ არისო. ეზოში მაინც შევედი და ვთხოვე, თუ შეიძლება, ერთი ჭიქა ღვინო დამალევინე, უნდა დაგლოცო-მეთქი. არ ვიცი, სასმელი სად აქვს მამაჩემსო, ვხედავდი, როგორ ცდილობდა ჩემს მოშორებას. წამოვედი, მაგრამ ჯიხურში ერთი ბოთლი არაყი და შოკოლადი ვიყიდე და ისევ უკან დავბრუნდი. ამჯერად არც კი გამომხედა. ამიტომ, პირდაპირ ოთახში შევეჭერი და იქ რამდენიმე ჭიქა არაყი დავლიე. შემდეგ, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება გადავწყვიტე. საწოლ ოთახში გავათრიე, წავაქციე, ძალით გავხადე ტანსაცმელი და მასთან ერთხელ დავამყარე სქესობრივი კავშირი. ყვიროდა, ამიტომ პირზე ხელი ავაფარე, მაგრამ ხმა მაინც გამოდიოდა და მერე ბალიში დავაფარე. მოდუნდა, ვიფიქრე, დამემორჩილა-მეთქი, მაგრამ მოულოდნელად ფეხზე წამოხტა, ხელი დამარტყა, შემაფურთხა და ყვირილი დაიწყო. შემეშინდა, ყვირილი ხალხს არ გაეგო, ამიტომ ძლიერად დავარტყი. იქვე ჩაიკეცა, თუმცა ყვირილს განაგრძობდა. ამ დროს ყელში ხელი წავუჭირე. ვუთხარი, თუ არ გაჩუმდები, მოგკლავ-მეთქი.

მე მისი სიკვდილი არ მინდოდა, უბრალოდ, მინდოდა, დამეშინებინა… არ ვიცი, შემდეგ რა მოხდა. შესაძლოა, ძლიერად მოვუჭირე ხელი. ვხედავდი, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა, რადგან ხელი რომ გავუშვი, ჩაიკეცა.

წყლისთვის გავედი, ვცდილობდი, მომესულიერებინა და წყალი დავასხი, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა. მაჯა გავუსინჯე, ის მკვდარი იყო. ძალიან შემეშინდა. მერწმუნეთ, მე ის სიგიჟემდე მიყვარდა და არ შემეძლო, მომეკლა. მისი სიკვდილი არ მდომებია, ეს შემთხვევით მოხდა. მე მის გაჩუმებას ვცდილობდი…
ამის შემდეგ მათი ეზოს კართან მეზობელი შემომხვდა. როგორც ჩანს, შეშლილი სახე მქონდა. რამდენჯერმე მკითხა, რა გჭირსო. არაფერი-მეთქი და იქაურობას გავეცალე. სახლში დაბრუნებულმა ტანსაცმელი გამოვიცვალე. მინდოდა, პოლიციაში მივსულიყავი და დანაშაული მეღიარებინა, მაგრამ ამ დროს სახლში პოლიცია თვითონ მოვიდა. გაქცევა არ მიცდია. ეს რომ მდომოდა, მოვახერხებდი. ძალიან განვიცდი მომხდარს. დანაშაული მთვრალმა ჩავიდინე და ძალიან მტანჯავს. გოგონა, რომელიც ასე მიყვარდა, ჩემი ხელით მოვკალი”.


მოკლულის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რაც ზემო სასუნთქი გზების მექანიკურმა გადაკეტვამ გამოიწვია. გვამს სიცოცხლის დროინდელი დაზიანებებიც აღენიშნებოდა. სხეულზე სისხლნაჟღენთები ჰქონდა, რაც ექსპერტის მტკიცებით, მკვრივი საგნით იყო მიყენებული. გოგონას საქალწულე აპკიც დარღვეული ჰქონდა – გაუპატიურებული იყო.

პარალელურად, ექსპერტიზა ჩაუტარდა განსასჯელსაც, თუმცა მას არანაირი დაზიანების კვალი არ აღმოაჩნდა. ექსპერტიზა მიკრონაწილაკების გამოკვლევის მიზნითაც ჩატარდა – განსასჯელის ტანსაცმელზე გოგონას ტანსაცმლის ნაწილაკები აღმოჩნდა.

რადგან ნოდარ მ-ძის ფსიქიკური მდგომარეობაც ეჭქვეშ დადგა, ამის გამოსაკვლევად განსასჯელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მოათავსეს. თუმცა, ის შეურაცხადი არ აღმოჩნდა. ექსპერტის მტკიცებით, მას შეეძლო, თავისი მოქმედება გაეკონტროლებინა. გამოძიების პროცესში, სამართალდამცველებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ნოდარ მ-ძე წარსულშიც იყო ეჭვმიტანილი მსგავს ქმედებაში. მან თანასოფლელი, 18 წლის ვაჟი სოფლის განაპირას გაიტყუა და რომ არა შემთხვევით შეხვედრილი მამაკაცების დახმარება, ახალგაზრდა ბიჭი შესაძლოა, მისი ძალადობის მსხვერპლი გამხდარიყო. თუმცა, ეს ამბავი, დელიკატურობიდან გამომდინარე, სოფელში ისე ჩაიფარცხა, ვერავინ ვერაფერი გაიგო.

ნოდარ მ-ძემ ვაჟის მშობლები დაარწმუნა, რომ ბიჭს ინტიმური ურთიერთობის მცდელობა მოეჩვენა და მასთან მხოლოდ მეგობრობა სურდა. ამის მიუხედავად, ნოდარ მ-ძე მაინც იძულებული გახდა, დროებით სოფელი დაეტოვებინა. თუმცა ის, რომ ბრალდებულს სექსუალური ძალადობისკენ ჰქონდა გადახრა, მისი ახლობლებისთვის კარგად იყო ცნობილი.

საგულისხმო აღმოჩნდა ფაქტი, რომ ის წლების წინ სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. სამსახურიდან კი სამსახურებრივი შინაგანაწესის ხშირი დარღვევისა და ყოფაქცევაში არსებული „ხარვეზებისთვის” გაათავისუფლეს.

სასამართლოზე მოწმედ ის მეზობელიც დაიკითხა, რომელმაც სახლიდან გამოსული ნოდარ მ-ძე დაინახა. მოწმე აცხადებდა, რომ ნოდარის ქცევა მას საეჭვოდ მოეჩვენა და სახლში იმიტომ შევიდა.

მოწმის ჩვენებიდან: „იქ რომ შევედი, საწოლი თავდაყირა იდგა, ნივთები ოთახში იყო მიმოფანტული. საწოლთან ახლოს ეკა ეგდო. მივვარდი, მაგრამ ცოცხალი არ იყო და შემდეგ მეზობლებს დავუძახე. პარალელურად, ბიჭები პოლიციაში გაიქცნენ. ჩემი ეჭვები ძალოვნებსაც გავუმხილე და დადასტურდა, რომ გოგონა ნოდარმა მოკლა. განსასჯელი უცნაური კაცი გახლდათ, მგონი, ფსიქიკურად ჯანმრთელი არ უნდა იყოს. მისი ახალგაზრდებს ეშინოდათ. ამბობდნენ, ქუჩაში ხალხს ხვდებაო. დალევა უყვარდა. იმ დღესაც მთვრალი ვნახე…”
მოკლულის მშობლები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვდნენ.

განსასჯელს, საბოლოოდ, ბრალად უმწეო მდგომარეობაში მყოფი გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა დაედო. თუმცა, განაჩენის გამოტანისას სასამართლომ მისი მდგომარეობა მაინც გაითვალისწინა. საქმე ისაა, რომ მართალია, ექსპერტიზის დასკვნით პატიმარი დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი იყო, მაგრამ ექსპერტი იქვე მიუთითებდა, რომ ის ფსიქიკურად სრულყოფილი არ გახლდათ – „გონებრივად ჩამორჩენილი, ზომიერად გამოხატული დებილობის დონეზე”. მისი ადვოკატი ითხოვდა პატიმარი ფსიქიატრიულში მოეთავსებინათ და არა პატიმრობა მიესაჯათ. თუმცა, სასამართლომ განსასჯელს გაძლიერებული რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

წყარო – დაიჯესტი

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved