ფოტო – პირველი არხი
თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაია 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადება:
„სასამართლოში დაყენებულიყო შუამდგომლობა და წარედგინა მტკიცებულებები მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც გაცემული იყო ციხის საექიმო პერსონალის მიერ. მითითებული იყო, რომ თუ ის ამ რეჟიმში დარჩებოდა, შესაძლოა, დამდგარიყო გაუთვალისწინებელი შედეგი. სასამართლომ გაითვალისწინა ეს გარემოება და პატიმრობა 6000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა“
გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები