წუხელ, ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე და კიდევ ერთი პირი დაჭრეს. ლევან თოფაძეს ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული.
როგორც გოგი თოფაძე „მთავარს“ ეუბნება, მისი შვილიშვილი მძიმე მდგომარეობაშია და ამ წუთებში მეორე ოპერაცია უნდა გაუკეთონ.
„მთავარის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი გადაუმოწმებელი ცნობით, დაჭრაში ზურაბ ჟვანიას ბიჭი მონაწილეობდა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია
კომენტარები