• რეკლამა
  • კონტაქტი
03:06, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გოგაშვილი ამათ ბევრ სიბინძურეს გადმოალაგებს, რაც ერთად გაუკეთებიათ… გომელაურისგან ეს არ არის გასაკვირი“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
00:21 08-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
621

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ბატონო დათო, სახალხო დამცველს პენიტენციურმა სამსახურმა უარი უთხრა, იმ ჩანაწერების გადაცემაზე, როდესაც სოსო გოგაშვილის მტკიცებით, ის ოთხჯერ გაიყანეს საკნიდან საშხაპეში, საიდანაც, მისი მტკიცებით, ტელეფონით შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დაალაპარაკეს. 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით კამერები მწყობრიდან იყო გამოსული, არ მუშაობდაო, აცხადებს პენიტენციალური სამსახური. ფაქტიურად, ეს უკვე ხელისუფლებისგან იმის აღიარებაა, რასაც გოგაშვილი ამბობს?

– ადრე, ვანო მერაბიშვილი რომ გამოიყვანეს საკნიდან და მაშინდელ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შეახვედრეს, გეხსომებათ. მაშინაც განაცხადეს, რომ არ მუშაობდა კამერებიო და ამის გამო, ეს ფაქტი ვერ დადასტურდა. პირდაპირ ჩანს, რომ ყველანაირი კანონი ირღვევა ამ დაწესებულებაში და საკუთარ ციხესავით აქვთ, როგორც უნდათ, ისე იქცევიან. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი – სასამართლო, პროკურატურა, სასჯელაღსრულებითი და პენიტენციური დაწესებულება, ყველაფერი საკუთარ თავზე აქვთ მორგებული. აქედან გამომდინარე, რეალურად, პატიმარი მათ ხელში არის მძევალი, ის დანაშაულის გამო კი არ არის ციხეში, პირადი ანგარიშსწორებისთვის ჰყავთ გამომწყვდეული, სოსო გოგაშვილიც და სხვებიც იქნებიან, ცხადია. როდესაც უნდათ, გამორთავენ კამერებს, როდესაც უნდათ – ჩართავენ. მოგეხსენებათ, რომ  კამერები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში იმიტომ არის, რომ ყველაფერი უნდა იწერებოდეს. თუ გაითიშა და მწყობრიდან გამოვიდა, შიდა გამოძიება უნდა დაიწყოს. უნდა დადგეს იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც კამერების მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი. 5 და 10 წუთი შეიძლება გაითიშოს კამერა, შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს, გაფუჭდეს, მაგრამ სასწრაფოდ უნდა ჩართო, შეაკეთო და გამოცვალო. რას ჰქვია, 8 დღე კამერები არ მუშაობდა? იქნებ იმ პერიმეტრზე, სადაც იმ დღეებში გათიშული იყო კამერები, პატიმარი პატიმარს კლავს, პატიმარი ბადრაგს კლავს ან ციხიდან გარბიან პატიმრები? არ უნდა აღკვეთო ეს დანაშაულებები და თუ ვერ აღკვეთ, მერე დამნაშავენი არ უნდა დასაჯო? კამერების ჩანაწერების მიხედვით, არ უნდა ამოიცნო და არ უნდა დასაჯო დამნაშავენი? თუ კამერები არ მუშაობს, ვერც დანაშაულს აღკვეთ და ვერც ვერავის დასჯი. როდესაც რაიმე დანაშაულის დაფარვა უნდათ, მაშინ გარე კამერებიც არ მუშაობს. უკვე ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა ამ კამერების გათიშვა. როდესაც უნდა გამორთავენ, როდესაც უნდა ჩართავენ თუ დააზიანებენ. ასეთი დამოკიდებულება, ვფიქრობ, უკვე ამხელს ამ სისტემურ დანაშაულს და ყველა იმ ბრალდებას, რაც გოგაშვილის მხრიდან იქნა გაჟღერებული ხელისუფლებისა და მისი ცალკეული პერსონების მიმართ. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ეს დანაშაულებები მათ მიერ არის ჩადენილი,  რომ გოგაშვილი ყველაფერს სიმართლეს ლაპარაკობს ესენი ძალიან არიან შეშინებულები. იმას დავამატებ, რომ ველი, გოგაშვილი მაინც არ გაჩერდება და ამათ კიდევ ბევრ სიბინძურეს გადმოალაგებს, რაც ერთად გაუკეთებიათ.

– გოგაშვილი მტკიცებულებების გასაჯაროებას აპირებს, თუმცა, ამის გარეშეც თავისთავად იმ ნაწილშიც მართალი გამოდის სოსო გოგაშვილი, როდესაც განაცხადა, რომ საშხაპეში გაიყვანეს, ვახტან გომელაურს ტელეფონით დაალაპარაკეს, რომელმაც უთხრა, რომ ჩვენ რომ გეტყვით, ამიერიდან ისეთი ჩვენებები უნდა მისცე გამოძიებას და ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ უნდა ახსენოო, არა?

– კი, ეგრე გამოდის, იმ ჩანაწერებს ან უნდა დაედასტურებინათ, რომ გოგაშვილი ტყუოდა თუ  მართალს ამბობდა. წაიყვანეს საშხაპეში, იქ ტელეფონი დაახვედრეს, დაურეკეს და დაელაპარაკა თუ არა ვინმეს, თუ არა. ახლა გვაქვს გომელაურის, გოგაშვილის ყოფილი უფროსის სიტყვა გოგაშვილის წინააღმდეგ, იმ ხელისუფლების მინისტრის სიტყვა, რომელსაც გოგაშვილი პრობლემებს უქმნიდა, სხვა და სხვა დანაშაულებში ამხელს  და მათ შორის, თავად გომალაურსაც. ცხადია, გოგაშვილის სიტყვაა ამ შემთხვევაში უფრო სანდო. გომელაური საზოგადოების მხრიდან არაერთ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ვახტან გომელაურისგან ეს არ არის გასაკვირი. არც ერთ უწყებაში, სადაც უფროსი იყო, საკუთარი, დამოუკიდებელი პოლიტიკა არ გაუტარებია, ყველგან ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებდა და მის პოლიტიკას ატარებდა. ეს ამბავი, ვის უნდა გაუკვირდეს? ვფიქრობ, დრო მოვა და ყველაფერს ფარდა აეხდება, მუდმივად ვერავინ დარჩება ხელისუფლებაში. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ასეთი ბინძური დავალებები შემსრულებლები, ჩვენ უკვე ვნახეთ წინა ხელისუფლების დროს. იმათზე თავდაჯერებულები ესენი ნამდვილად არ არიან. სად არიან იმ ხელისუფლების ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები? ზოგი უცხოეთში გაექცა სასჯელს, ზოგმა მოიხადა სასჯელი ციხეში და ზოგი ისევ ციხეშია. ხელისუფლების კერძო ინტერესებისთვის და ბოროტად გამოყენება, ბოლოს ყოველთვის ასე სრულდება. სხვა ქვეყნების მაგალითებიც რომ მივიყვნოთ, იქაც ასეა. არც ამათ შერჩებათ და მოვა დრო, ყველაფერზე აგებენ პასუხს.

 

თეგები: დავით ჭიჭინაძევახტანგ გომელაურისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved