• რეკლამა
  • კონტაქტი
22:09, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გოგა ეჭ­ვი­ა­ნი ყო­ფი­ლა, მისი ძმაც დაჭერილია, კახეთიდან არიან… – კიდევ ვინ ცხოვრობდა ახალგაზრდა ცოლ-ქმართან ერთად და რატომ არავინ აღმოჩნდა საბედისწერო დროს სახლში?

ალია ავტორი - ალია
11:24 12-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 22 დე­კემ­ბერს, ვარ­კე­თი­ლის მე-3 მიკ­რო რა­ი­ონ­ში, სა­დაც ახალ­გაზ­რდა კაც­მა 5 თვის ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე, 22 წლის ქეთა კე­პუ­ლა­ძე ერთი წლის შვი­ლის თან­დას­წრე­ბით მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა 23 წლის გოგა გზი­რიშ­ვილ­მა თა­ვად და­რე­კა 112-ში და პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და.

ქეთი კე­პუ­ლა­ძის დე­ი­დაშ­ვილს ელე­ნე კა­ჭა­რა­ვას ambebi.ge ესა­უბ­რა.

“და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რაც მოხ­და, ძლივს ვლა­პა­რა­კობ…

გოგა და ქეთი შე­ეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, 2 წე­ლია, რაც შე­უღლდნენ, 1 წლის და 2 თვის დე­მეტ­რე ჰყავთ, რომ­ლის თვალ­წი­ნაც გა­მო­ა­სალ­მა ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი სი­ცო­ცხლეს. დემე ქე­თის დე­დას­თან იქ­ნე­ბა, ის გაზ­რდის. რა უნდა და­ე­შა­ვე­ბი­ნა 5 თვის ორ­სულ ქალს, ვერ ვხვდე­ბი. გოგა ეჭ­ვი­ა­ნი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ რა­ტომ, ვერ ვხვდე­ბი. ქეთი მის გა­რე­შე ნა­ბიჯს არ დგამ­და, უი­მი­სოდ არ­სად და­დი­ო­და. რომ ვე­ტყო­დით, გა­მო­დი ჩვენ­თან, სულ იმას ამ­ბობ­და, – გო­გას ვე­ტყვი და ისე გა­მო­ვა­ლო, თვით­ნე­ბუ­რად არა­ფერს აკე­თებ­და. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ასე ჩან­და, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში.

გოგა თა­ვი­დან კარ­გი იყო, ბოლო დროს რა და­ე­მარ­თა, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. ისი­ნი წარ­მო­შო­ბით კა­ხე­ლე­ბი არი­ან და ვარ­კე­თილ­ში ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­დნენ. გო­გას დედა ახ­ლა­ხან იტა­ლი­ა­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. ოჯახ­ში გოგა, მა­მა­მი­სი, მისი 14 წლის და, ქეთა და დემე ცხოვ­რობ­დნენ. გო­გას ნა­თე­სა­ვებ­თა­ნაც ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, მა­ნი­ა­კის არა­ფე­რი შეგ­ვი­ტყვია, ყვე­ლა­ნი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ვერ გე­ტყვით, ეწე­ო­და, თუ თა­მა­შობ­და. მე­ზობ­ლე­ბი კი ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ მე რაც არ ვიცი, იმას ვერ ვი­ტყვი. გოგა ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო, მგო­ნი, ხუ­ლიგ­ნო­ბა­ზე…

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, კაც­მა ცოლი მოკ­ლა და კი­დევ იმის აზ­რზე იყო, თავ­ზე ეფიქ­რა, თა­ვად ჩა­ბა­რე­ბო­და. ეგ რომ ნორ­მა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო, ად­გილ­ზე მო­იკ­ლავ­და თავს. რო­გორც ჩე­მე­ბი ამ­ბო­ბენ და მე­ზო­ბე­ლი ბი­ჭიც ჰყვე­ბა, 2 კვი­რის წინ ექიმ­თან ყო­ფი­ლა, – ფსი­ქი­ატრთან და­დი­ო­და და რა­ღაც წამ­ლებს სვამ­დაო. ნორ­მა­ლუ­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ამას გა­ა­კე­თებ­და? გო­გას ძმაც და­ჭე­რი­ლია, და ჰყავთ პა­ტა­რა, მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში მული, სა­ვა­რა­უ­დოდ, სკო­ლა­ში იყო. მა­მამ­თი­ლიც გა­სუ­ლი ყო­ფი­ლა.

ქეთი ისეთ ლა­მაზ აქ­სე­სუ­ა­რებს, გვირ­გვი­ნებს და დი­ა­დე­მებს ამ­ზა­დებ­და, კარ­გად ხა­ტავ­და, ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე გოგო იყო, სულ რა­ღა­ცას ცდი­ლობ­და და აკე­თებ­და. ოთხ თვე­ში მე­ო­რე ბიჭს ელო­დე­ბო­და, ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო… ჯო­ჯო­ხეთ­ში ვართ ყვე­ლა­ნი. დე­ი­და­ჩემს და ბი­ძა­ჩემს აზრი არ მო­ე­კი­თხე­ბათ, გა­თი­შუ­ლე­ბი არი­ან”, – თქვა ელე­ნე კა­ჭა­რა­ვამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved