• რეკლამა
  • კონტაქტი
07:13, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვითარებას განაგრძობს

GM PHARMA-ში შვეიცარული ლიდერი კომპანიის GERTIS მშრალი გრანულაციის აპარატი დამონტაჟდა.

ალია ავტორი - ალია
13:57 03-13-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

GM PHARMA-მ თბილისის საწარმოში შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია GERTEIS-ისგან შეძენილი მშრალი გრანულაციის მანქანა-დანადგარის – MINI-PACTOR® – ინსტალაცია დაასრულა. დანადგარი GERTEIS-იდან სპეციალურად ჩამოსულმა წარმომადგენელმა ქართული ფარმაცვეტული საწარმოს პროცესის ინჟინრებთან, ტექნიკოსებთან და წარმოების სპეციალისტებთან ერთად დაამონტაჟა. წარმატებით დასრულდა აღნიშნული დანადგარის ე.წ. SAT (Site Acceptance Test) პროცესიც. თანამედროვე მსოფლიოს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში MINI-PACTOR® ფართოდ გამოიყენება როგორც ახალი წამლების განვითარებისთვის, ისე წარმოების მოცულობის გასაზრდელად. დანადგარს საწარმოო სიმძლავრის ფართო ამპლიტუდა გააჩნია, კერძოდ – 10 გრამიდან 100 კგ-მდე საათში, რაც მას იდეალურ მშრალ გრანულატორად აქცევს და მისი, როგორც განვითარების ეტაპზე, ისე წარმოებაში თანაბრად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

GM PHARMA-ს კვლევა-განვითარების განყოფილებას სამომავლო გეგმებში ისეთი პრეპარატების შექმნა-განვითარება აქვს, რომლებსაც სწორედ MINI-PACTOR® დასჭირდება. აღნიშნული დანადგარი მნიშვნელოვნად გაზრდის GM PHARMA-ში წარმოებული მედიკამენტების ჩამონათვალს. მაგალითად, ესენია პროლონგირებული ანუ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების პრეპარატები, რადგან სწორედ MINI-PACTOR® უზრუნველყოფს წამლის ნაწილაკების ისეთ გადანაწილებას და ზომას, ასევე შუალედურ ფარმაცევტულ პროდუქტში დამხმარე ნივთიერების ისეთ ჩართვას, რომ წამლის მზა ფორმაში აქტიური ნივთიერების გახანგრძლივებული გამოთავისუფლება მივიღოთ, რაც მედიკამენტის დღე-ღამეში ერთჯერადი დოზირების შესაძლებლობას ქმნის. MINI-PACTOR® საშუალებას იძლევა, კომპანიამ შექმნას და აწარმოოს ტენისადმი და სითბოსადმი მგრძნობიარე მედიკამენტები, რომელთა წარმოება სველი გრანულაციით თითქმის შეუძლებელია; ასევე არსებობს ისეთი ფარმაცევტული სუბსტანციები, რომლებსაც დაბალი ლღობის ტემპერატურა აქვთ და მშრალი გრანულაციის აღნიშნული დანადგარი ასეთი სუბსტანციების შემცველი პრეპარატების წარმოებაშიც გამოიყენება.

MINI-PACTOR® აუმჯობესებს ისეთი აქტიური სუბსტანციებისგან მიღებული შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის დენადობას, რომლებიც ორგანულად ხასიათდებიან ცუდი დენადობით ან ნაწილაკების დაბალი ზომით გამოირჩევიან და მშრალი გრანულატორის გამოყენების გარეშე, ასეთი სუბსტანციებისა და შუალედური ბალკის დატაბლეტება ან კაფსულირება თითქმის შეუძლებელია. ასევე აქტიურად მოხდება MINI-PACTOR®-ის გამოყენება ისეთი პრეპარატების წარმოებაში, სადაც აქტიური ნივთიერების შემცველობა ტაბლეტის სრული მასის 20%-ზე ნაკლებია; ასეთ პრეპარატებში მშრალი გრანულაციის აპარატი დოზირებისა და მასის ერთგვაროვნებას უზრუნველყოფს. GERTEIS არის პრემიუმ ხარისხის მშრალი გრანულაციის მოწყობილობების მწარმოებელი ბაზრის ლიდერი კომპანია. იგი თანამშრომლობს ისეთ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან, როგორიცაა Pfizer, Bayer, GSK, Roche და სხვ. GM PHARMA ფოკუსირებულია ფარმაცევტულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, წარმოების უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვასა და თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური პროდუქტების შექმნა-განვითარებაზე.

GM PHARMA-ს პრეპარატების ჩამონათვალშია თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც უკანასკნელი წლების თერაპიული სქემებით და გაიდლაინებით არის მოწოდებული. GM PHARMA-ს მედიკამენტებს და საკვებ დანამატებს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნებში) დაახლოებით 12 მილიონი პაციენტი იღებს ყოველწლიურად, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved