• რეკლამა
  • კონტაქტი
06:22, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“GM PHARMA” შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

ალია ავტორი - ალია
14:19 10-02-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ფარმაცევტული კორპორაცია “GM PHARMA” (ჯი-ემ-პი) „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა“ და „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის“ ერთობლივი ჯილდოს – „წლის ლიდერი 2019“ (“Leader Of The Year”) მფლობელი გახდა.

საქართველოში ფარმაცევტული სექტორის კომპანიებს შორის „წლის ლიდერი“ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: ბრუნვა, მოგება-ზარალი, დასაქმებულთა რაოდენობა, დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება, დანახარჯები დასაქმებულებზე, სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანები.

2019 წლის მონაცემებით “GM PHARMA”-ს საუკეთესო ფარმაცევტულ კომპანიად აღიარება სიმბოლურიც იყო, რადგან 2019 წელს კომპანიის პროდუქციის ექსპორტმა პირველად გადააჭარბა იმპორტირებულ მაჩვენებლებს, რითაც კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკაში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების კუთხით.

“GM PHARMA” საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაციაა, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (მაგ.: გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

“GM PHARMA”-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული ქარხანაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი – ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტამდე. საწარმო აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების საწარმოო და ლაბორატორიული დანადგარებით: “BOSCH”, “FETTE”, “UHLMANN” და სხვ. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S , ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010, აშშ საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF.

“GM PHARMA”-სთვის 2020 წელი საიუბილეო წელია. კომპანია არსებობის 20 წლის თავზე, 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით, ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი პაციენტი მკურნალობს “GM PHARMA”-ს მედიკამენტებით საქართველოსა და საზღვარგარეთ.

რაც შეეხება „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირს“, ორგანიზაცია ოპერირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და ყაზახეთში. აღნიშნული კავშირი 2004 წელს დაარსდა, საქართველოში საქმიანობას კი 2015 წლიდან ეწევა. 2017 წლიდან „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციასთან“ (“Swiss Rating Association“) პარტნიორობით ,,ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა” საქართველოში მოღვაწე წარმატებული კომპანიებისთვის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერი“ მინიჭების უფლება მოიპოვა. არსებობის მანძილზე კავშირს ჩატარებული აქვს 50 დაჯილდოების ცერემონია და 40 ბიზნესფორუმი, მათ შორის 8 ღონისძიება საქართველოში გაიმართა და GM PHARMA უკვე მეორედ გახდა აღნიშნული პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი.

(R)

თეგები: GM PHARMA

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved