• რეკლამა
  • კონტაქტი
10:45, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა

ალია ავტორი - ალია
15:03 02-27-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის ტექნიკური ინსპექციის ასოციაციის, TÜV SÜD-ის, მიერ ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგადაც GM Pharma-ს ხარისხის ახალი, 3-წლიანი ISO სერტიფიკატი გადაეცა.

სამკურნალო საშუალებების წარმოების ხარისხის მართვის თანამედროვე კონცეფცია გულისხმობს როგორც უშუალოდ პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლების მუდმივ კონტროლს, ისე ყველა იმ პროცესის თუ სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, რაც საბოლოო ჯამში გარანტირებულად  უზრუნველყოფს პაციენტისთვის ეფექტური და სათანადო ხარისხის მედიკამენტის მიწოდებას.

ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში  დანერგილია და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებების და პროცესების ყოველმხრივი შეფასება EU GMP რეგულაციებთან შესაბამისობაზე, იქნება ეს აუდიტები თუ წარმომადგენლობითი ინსპექტირებები სხვა ქვეყნების – აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი – აუდიტორული კომპანიებისა და მარეგულირებელი სააგენტოების მხრიდან. აღნიშნული შემოწმებების სიხშირე და პერიოდულობა GM Pharma-ს ბიზნეს-სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს და კომპანიის მხრიდან განიხილება როგორც პაციენტზე ორიენტირებული ხარისხის მართვის სისტემების შესაბამისობის მორიგი დემონსტრირება და მუდმივი გაუმჯობესებისკენ მიმართული შესაძლებლობა.

TÜV SÜD-ის ისტორია 150 წელს ითვლის, მასში მუშაობს 24,500-ზე მეტი თანამშრომელი და ამჟამად კომპანია ემსახურება როგორც კერძო კომპანიებს, ისე ცალკეულ სახელმწიფოებს სერტიფიცირების, აუდიტის, ტესტირებისა და კონსალტინგის საკითხებში მრეწველობის (მათ შორის ფარმაცევტული წარმოების), ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. TÜV SÜD-ის მიერ GM Pharma-სთვის  ხარისხის მართვის ახალი ISO სერტიფიკატის მინიჭება კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ფარმაცევტული წარმოების ტექნოლოგიური, აპარატურული და ხარისხის მართვის პროცესების სანდოობას.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

GM Pharma-ს საწარმო თბილისში წარმოადგენს თანამედროვე ფარმაცევტულ ქარხანას, სადაც მზადდება მედიკამენტები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S , ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010 და აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved