• რეკლამა
  • კონტაქტი
10:03, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

GM Pharma („ჯი-ემ-პი“) დანიურ კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს

ალია ავტორი - ალია
14:35 01-30-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

ფარმაცევტული კორპორაცია  GM Pharma („ჯი-ემ-პი“) და დანიური საინჟინრო კომპანია NNE-ს (Novo Nordisk Engineering SA) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც დაიდო ხელშეკრულება GM Pharma-ს არსებული ფარმაცევტული ქარხნის წარმოების მოცულობის გაზრდისა და ახალ, მათ შორის ევროკავშირის,  ფარმაცევტულ ბაზრებზე შესვლისთვის.

კომპანია NNE (Novo Nordisk Engineering SA) წარმოადგენს საერთაშორისო საინჟინრო კომპანიას, რომელიც სპეციალიზდება ფარმაცევტული ქარხნების განვითარება-მშენებლობაში. NNE არის დანიური ფარმაცევტული გიგანტის, ინსულინებისა და სხვა ანტიდიაბეტური საშუალებების მწარმოებლის, „ნოვო ნორდისკის“ შვილობილი კომპანია. NNE-ს სხვადასხვა წლებში დაპროექტებული და აშენებული აქვს მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიების ქარხნები: დანიური Novo Nordisk-ის სამი ქარხანა მსოფლიოს მასშტაბით, შვეიცარული Roche-ს ქარხნები შვეიცარიაში, გერმანული კომპანიების – Beohringer Ingelheim-ისა და Merk KgaA-ს – ქარხნები გერმანიაში, Celltrion-ის ქარხანა სამხრეთ კორეაში, გერმანული Fresenius-ის ონკოპრეპარატების მწარმოებელი  ქარხანა და ა.შ. ყველა აღნიშნული ქარხანა აკმაყოფილებს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) და აშშ-ს კვებისა და სამკურნალწამლო სააგენტოს (FDA) მოთხოვნებს და ამავე დროს, გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურული დიზაინით.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

ამჟამად GM Pharma აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და გააჩნია ოფიციალური წარმომადგენლობა 5 ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი და წარმატებით ხორციელდება GM Pharma-ს ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია. 2019 წელს  GM Pharma-ს ექსპორტზე გატანილმა ფარმაცევტულმა პროდუქციამ პირველად გადააჭარბა საქართველოში რეალიზებულ მაჩვენებელს და 30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ეროვნული მრეწველობისა და ზოგადად, ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება GM Pharma-სა და დანიურ საინჟინრო კომპანია  NNE-ს შორის, რომლის მიზანსაც წარმოადგენს განვითარების  საშუალო-გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომელიც 2020-2025 წლებში GM Pharma-ს   წარმოების მოცულობის 5-ჯერ გაზრდის, სულ მცირე ხუთ ახალ ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლისა (ევროკავშირის ქვეყნების, კერძოდ გერმანიისა და ესპანეთის, ჩათვლით) და ექსპორტის 100 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის საშუალებას მისცემს.

GM Pharma-ს სხვა სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში (ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება), მედიკამენტების ინოვაციური გამოშვების ფორმებისა და თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური პროდუქტების შექმნა. ასევე NNE-სთან კონსულტაციის შედეგად 2020 წლის ბოლომდე გადაწყდება, თუ რომელ ქვეყანაში აშენდება ახალი ფარმაცევტული საწარმოები. 

(R)

თეგები: ჯი-ემ-პი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved