• რეკლამა
  • კონტაქტი
03:55, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გლეხები ყურძენს აბარებენ წყალზე იაფად… ასობით ტონა ქლიავი დალპა ხეებზე” – ყალაბეგაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:19 08-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
672

გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:

“წინა ხელისუფლებამ შექმნა ინსტიტუციები და ინფრასტრუქტურულად გამართა ქვეყანა, მაგრამ ვერ/არ შექმნა ეკონომიკა, ის იყო ბუტაფორიული, ბიუჯეტი ივსებოდა ერთჯერადი შენატანით, ანუ სახელმწიფოში ეკონომიკას დინამიკა არ ჰქონია, ფინანსები არ ცირკულირებდა, იმის გამო რომ არ გვქონია წარმოება… ის კომპანიებიც კი რომლებიც ბოლო 20-25 წელი რამეს ქმნიან, მეტწილად უცხოურ ნედლეულს იყენებენ… ეს ხელისუფლება ხომ საერთოდ შტერი, მავნებელი, კორუმპირებული და ქვეყნის დამაქცევარია…
Ქართველი გლეხები ყურძენს აბარებენ წყალზე იაფად, პირდაპირი მნიშვნელობით, ყურძენი 20-30 თეთრით იაფი ღირს წყალზე, თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ამბავში მავნებლური, მახინჯი სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს, ანუ ბიუჯეტის ფული ქარხნებს ხმარდება (ზუსტად ასე, თქვენ რომ გგონიათ გლეხს ეხმარებიან, სინამდვილეში ეგ ქარხნების დახმარებაა, რომელთა ცალი ჯიბე მუდმივად ჩინოვნიკებს აქვთ მიკერებული და თან ისეთ ნაგავ ღვინოს აწარმოებენ, მარტო ლოთ რუსებს რომ მიასაღებ) ამ დროს ქართული წარმოების ნორმალურ არაყს და ღვინოს თითქმის ვერ ნახავ მაღაზიებში (ღვინის მაღაზიას არ ვგულისხმობ)…
გლეხებს ულპებათ ხილი და ბოსტნეული, თქვენ რომ ძვირად ყიდულობთ სუპერმარკეტებში, რომლებმაც ყველა პატარა მაღაზია შეჭამეს, არ ნიშნავს რომ გლეხი მაგ ფასად ყიდის, ან დეფიციტია მოსავლის, 60 თეთრიან ატამს 2 ლარად გასყიდებენ… ასეა ყველაფერი…
Წელს ასობით ტონა ქლიავი დალპა ხეებზე, რადგან მოკრეფა გასაყიდ ფასზე მეტი ჯდებოდა, იმიტომ რომ წარმოება არ გვაქვს, ასეა ყველაფერი…
ამ დროს, მსოფლიოში ხარისხიან კონსერვირებულ პროდუქტზე ისეთი მოთხოვნაა, ჩვენ ნაწარმი, წამში გასაღდებოდა, ხარისხის და სწორი მენეჯმენტის პირიბებში…
საქმე ის არის, რომ არც ერთი პარტია, რაც პოლიტიკურ ველზე ჩანს, არ დაუშვებს არსებობდეს იაფი კრედიტი, რაც გააჩენს მცირე საწარმო-ქარხნებს, რომლებიც გლეხებს ამოსუნთვის საშუალებას მისცემენ…
30 წელია ქართული პოლიტიკა, აწვება ,,ქვეყანა სამიკიტნოს”, სადაც ჩვენ მხოლოდ გაკრეჭილი ხინკლის მომხვევები და ელარჯის მწელავები ვართ და წინა ხელისუფლების დროს თუ ამას კეთილგანწყიბილი ტურისტებისთვის ვაკეთებდით, ამ ხელისუფლებამ საერთოდ საუკუნივანი მტრის ლაქუცი დაგვავალა და თან ამ გულისამრევ შაბაშებში თავად ზის წილში…
ტურისტული ქვეყანა, წარმოების გარეშე, რომელსაც დუბაის მსგავსად, ფულის ჭები არ აქვს, ვერასოდეს იქნება, რიგით მოსახლეობაზე ორიენტირებული, სანამ არ მოვძებნით, ან არ შევქმნით პოლიტიკურ ძალას რომელიც წარმოებაზე იფიქრებს… ვიქნებით ისეთი უბედური ქვეყანა, სადაც მშიერი, ხულოელი ახალგაზრდა, წლობით იოცნებებს ბათუმში დასვენებაზე, სადაც ათასობით ოკუპანტი რაღაც რუსულ ქაჯობაზე გაერთობა; ან დასიცხული, გაუბედურებული კახელი ბიჭი მუდმივად იოცნებებს რომელიმე სასტუმროში დარჩენაზე, რომელიც იმ ხალხს ეკუთვნის, ვინც მისგან ყურძენს წყლის ფასად ყიდულობს და თან აქედან ნახევარი, ბიუჯეტის – მშიერი პენსიონერების და ავადმყოფი ბავშვების ფულია…
Ჰოდა, სანამ არ შევქმნით პოლიტიკურ ძალას, რიმელიც ბანკებს აიძულებს, ხელი შეუწყონ ნამდვილ კაპიტალიზმს/მცირე წარმოებას და არა კაპიტალიზმის შლეიფში გახვეულ ბატონ-ყმობას, მავნებლობას, მონოპოლიურ მონსტრებს, მაქამდე ვიქნებით ასეთი, ბუტაფორიული, სტუმრებისთვის გაღრეჭილი, უბედურების, მშივრების ქვეყანა…”
თეგები: ხვიჩა ყალაბეგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved