• რეკლამა
  • კონტაქტი
01:25, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გლდანში, ლოტკინზე, სამგორში და სოფლებში გისმენენ და აგვიხსენით, გაისად ცუდ ხასიათზე ვიყოთ?” – თეა წულუკიანი კობა გვენეტაძეს

ალია ავტორი - ალია
19:51 12-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

დეპუტატების წინაშე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წარსდგა. კობა გვენეტაძეს დეპუტატებმა კითხვები ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით დაუსვეს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მას ჰკითხა, რამდენად იმედიანად უნდა იყოს საზოგადოება მომავალი წლისთვის ლართან დაკავშირებით. 

“რომ წარმოვიდგინოთ, რომ გლდანში, ლოტკინზე, სამგორში და სოფლებში ჩართულია ტელევიზორი და გისმენენ, ადამიანებს აწუხებთ რა დაემართება მომავალ წელს ლარს და ნეოფიტისთვის გასაგებ ენაზე გთხოვთ აგვიხსნათ რა დოზით შეგვიძლია ვიყოთ შეწუხებულები, ვიყოთ უიმედოდ თუ რაღაც იმედის უფლება გვაქვს. რა თქმა უნდა, არც პანდემიაა თქვენი ბრალი და არც ის, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ ბევრად ჩამოკიდებულია ტურიზმს. ამ რეალობაში რას გვეტყვით ლართან დაკავშირებით, ვიყოთ ძალიან ცუდ ხასიათზე გაისად თუ რა ვქნათ?” – ჰკითხა თეა წულუკიანმა კობა გვენეტაძეს. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნულ შეკითხვას ისე უპასუხა, რომ ახლა გლდანის, ლოტკინის, სამგორის და სოფლების მაცხოვრებლები უკვე ინფორმირებულებად უნდა ჩავთვალოთ.

კობა გვენეტაძე:

“ზომები, რომლებსაც ჩვენ კრიზისის წინ ვიღებდით, დოლარიზაციის შემცირებისკენ იყო მიმართული. ის ინტერვენციები, რომლებიც ჩვენ ეხლა გამოვიყენეთ მიმართული არის იმისკენ შევავსოთ ის დანაკლისი, რომელიც ქართულმა ეკონომიკამ წელს განიცადა ტურიზმის დანაკლისისგან,” – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

სპეციალურად თეა წულუკიანისთვის “ალიასგან”, ნეოფიტის განმარტება:

ნეოფიტი neophytos
1. რაიმე რელიგიის ახალი მიმდევარი; ახლად რჯულმიღებული.
2.გადატ. რაიმე მოძღვრების, საზოგადოებრივი მოძრაობის და მისთ. ახალი მიმდევარი.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989

რაც შეეხება კითხვას, უნდა ვიყოთ თუ არა გაისად ცუდ ხასიათზე – პასუხგაუცემელია. მოსახლეობას თუ მოუსმენთ, გაისად კი არა, წელსაც არ ვართ კარგ ხასიათზე, ბატონებო და ქალბატონებო.

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved