• რეკლამა
  • კონტაქტი
10:32, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გლდანის ციხეში 2 რეანიმაციული საწოლი და 41 ექიმია – რეგულირების სააგენტო

ალია ავტორი - ალია
16:15 11-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
140

რეგულირების სააგენტო გლდანის ციხის საავადმყოფოს მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს, სადაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ.

„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში სანებართვო და მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვის მონიტორინგი განხორციელდა.

გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს „C“ შერეული ტიპის დაწესებულებას. ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვას და ნებართვის დანართებს შემდეგ მიმართულებებში: ინფექციური დაავადებების მკურნალობა, ონკოლოგია, ოფთალმოლოგია, ქირურგიული პროფილის საქმიანობა, რეანიმაცია, ფთიზიატრია, ფსიქიატრია, რადიოლოგიური საქმიანობა – რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა, ლაბორატორიული საქმიანობა – კლინიკური დიაგნოსტიკა, ბიოქიმიური დიაგნოსტიკა, იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა.

დაწესებულება ამ ეტაპზე არ ახორციელებს საქმიანობას ფთიზიატრიასა და ონკოლოგიაში.

N18 სამკურნალო დაწესებულება ასევე ახორციელებს ამბულატორიულ მომსახურებას ენდოსკოპიური, სტომატოლოგიური და დერმატო-ვენეროლოგიური მიმართულებით.

სააგენტოს თანამშრომლებმა, შეისწავლეს გლდანის N18 დაწესებულების, როგორც სანებართვო პირობებთან შესაბამისობა, ასევე ინფრასტრუქტურული და სამედიცინო პერსონალის ნაწილი.

შესწავლისას გამოიკვეთა, რომ დაწესებულებას გააჩნია 2 საოპერაციო დარბაზი და რეანიმაციული განყოფილება ორ სარეანიმაციო საწოლზე. დაწესებულებას აქვს 2 პორტატული რენტგენო-დიაგნოსტიკური დანადგარი. ფუნქციონირებს ლიფტი მწოლიარე პაციენტებისათვის. უზრუნველყოფილია უწყვეტი წყალმომარაგება და ელექტრომომარაგება. დაწესებულების შემოწმების დროს მიმდინარეობდა მზადება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის ინსტალაციისთვის.

დაწესებულებაში დასაქმებულია 41 ექიმი, მათ შორის: 3 ზოგადი ქირურგი, 4 ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, 3 ინფექციონისტი, 2 ფსიქიატრი, 6 ექიმი ლაბორანტი, 1 სტომატოლოგი, 7 შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, 1 დერმატო-ვენეროლოგი, 1 ფთიზიატრი, 2 რადიოლოგი, 1 კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. მათ შორის ექიმ-კონსულტანტები: 1 კარდიოლოგი, 1 ენდოკრინოლოგი, 1 ოფთალმოლოგი, 2 ნევროლოგი, 1 ოტორინოლარინგოლოგი, 1 უროლოგი, 1 ალერგოლოგი, 1 მეან-გინეკოლოგი, 1 ნარკოლოგი.

ლაბორატორია აღჭურვილია კანონმდებლობის შესაბამისად“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო – ინტერპრესნიუსი

თეგები: გლდანის ციხემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved