• რეკლამა
  • კონტაქტი
03:44, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გლდანის რაიონში ე.წ. ბროწეულის სკვერი რეაბილიტირდა

ალია ავტორი - ალია
20:29 02-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ე.წ. ბროწეულის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სივრცე დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.

„აქაურობა მძიმე მდგომარეობაში იყო. ეს ადგილი პარკინგად გამოიყენებოდა. რეაბილიტაციის შედეგად მივიღეთ გამწვანებული სივრცე. მოეწყო ბავშვების მოედანი, ატრაქციონებით, ასევე, კალათბურთის და ფეხბურთის მოედანი. დამონტაჟდა ლედ განათებები. ცხოველებისთვის სასეირნო ზონა ცალკეა. ახლა მთავარია, მოვუაროთ ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, აქ მცხოვრები ადამიანები ისარგებლებენ რეკრეაციული სივრცით. გლდანს დიდი პოტენციალი აქვს მსგავსი პროექტების განსახორციელებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ჯამში, რეაბილიტირდა 10 000 კვ. მ ფართობი, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო: განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, ჩოგბურთისა და ჭადრაკის მაგიდები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, ველობილიკი და სკეიტბორდის მოედანი, ასევე, სასმელი წყლის შადრევანი და ფიტნეს ზონა.

სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სხვადასხვა ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურა, ასევე, ტერიტორია გამწვანდა – დაირგო 183 სხვადასხვა სახის ხე, 422 ბუჩქი და დაიგო ბალახი. გარდა

ამისა, მალევე დამონტაჟდება უსაფრთხოების სისტემები. პროექტი გლდანის გამგეობამ განახორციელა.

ახლად რეაბილიტირებულ სკვერში ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის გამგებელი ლევან ნაროუშვილი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კონსტანტინე ზარნაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved