• რეკლამა
  • კონტაქტი
22:34, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გიჟი” ტრამპი, რუსული ბლეფი, “მწვანე კაცები” და პოკერის მაგიდა დღეს, სადაც “გაშიფრულები” სხედან – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
00:55 01-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული:

“ერთადერთი ნამდვილი “გიჟი”, რომელიც მსოფლიოს თანამედროვე პოლიტიკას ჰყავს, უფრო სწორად ჰყავდა, ტრამპია. იმიტომ აღდგა მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ. ტრამპი არ მიეკუთვნება პოლიტიკის არცერთ კლასიკურ სკოლას; შესაბამისად მისი გათვლა და წინასწარმეტყველება შეუძლებელი იყო როგორც პოლიტიკოსებისათვის, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფი საიდუმლო სამსახურებისათვის. ამიტომ ყველა ცდილობდა, რომ მკვეთრი მანევრები არ გაეკეთებინათ, ვინაიდან ამერიკის რეაქციის გათვლა არ შეეძლოთ და მსოფლიო დროებით დასტაბილურდა.

ბაიდენი, ბლინკენი, ბარნსი – გაჭრილი კარტებია. საკმარისია მათი ბიოგრაფიების, მემუარების, ჩანაწერების გადახედვა; მათი პოლიტიკური გზის გაანალიზება და მარტივად გამოითვლი მათი მოქმედების მიმართულებასაც და დიაპაზონსაც. ასევეა ევროპისა თუ აზიის სხვა მნიშვნელოვანი ლიდერებიც.

როდესაც რუსეთი ჰიბრიდული ომების ტაქტიკაზე გადავიდა, ამას ჰქონდა თავისი ფუნდამენტური მიზეზი. მასიური საომარი თეატრების მართვა რუსულ ტექნოლოგიებს აღარ შეეძლო. ეს კარგად გამოჩნდა თუნდაც 2008 წელს, საქართველოსთან ხუთდღიან ომში. სამაგიეროდ ბრწყინვალე სპეცოპერაცია ჩატარდა ყირიმში, სადაც მცირერიცხოვანმა სპეციალურმა დესანტმა უკრაინას ცხვირწინ აართვა უზარმაზარი სტრატეგიული ტერიტორია. ამერიკისა და ევროპის იმჟამინდელი ლიდერები კი სპეცოპერაციის დამთავრებამდე “მსჯელობდნენ” თუ ვინ იყვნენ ე.წ. “მწვანე კაცები”. ყირიმმა ყველაზე ნათლად წარმოაჩინა საერთაშორისო დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკური, სამხედრო და სტრატეგიული იდიოტიზმი.

ჰიბრიდული ომი წარმოადგენს სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და რაც მთავარია ფსიქოლოგიური დივერსიების კონგლომერატს. შეუზღუდავი დაფინანსება, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე, ყოველგვარი პოლიტიკური ბერკეტების გადალახვის საჭიროებების გარეშე, ქმნის იმ მოქნილ ვერტიკალს, რომელიც ასეთი ომების საწარმოებლად ყველაზე მოსახერხებელია ისეთ ქვეყნებთან, სადაც სპეცოპერაციების ტაქტიკა, დაფინანსება და ნებართვა არაერთმა პოლიტიკურმა რგოლმა უნდა დაამტკიცოს, რაც ყველა სხვა სირთულესთან ერთად, დროში გაწელილი პროცესია.

რატომ და რა მიზეზის გამო უნდა გამოვიდეს პუტინი დღეს ჰიბრიდული ომის ტაქტიკიდან? რა საფუძველი არსებობს ამისათვის?

არავითარი

პოკერის მაგიდასთან ბოლომდე გაშიფრული პარტნიორები სხედან. მათი რეაქციები რუსულ ბლეფზე ცნობილია. ჭადრაკს მხოლოდ ჩინეთი თამაშობს. მას ამისათვის დროც აქვს და რაც მთავარია, მოთმინების განუსაზღვრელი სხვა რესურსებიც. ჩინეთმა მხოლოდ 4 წლით დაკარგა წონასწორობა, როდესაც წინ გაუთვლელი მეტოქე დაუჯდა ტრამპის სახით. ის სტრატეგიულად სწორად მოიქცა და არცერთი მკვეთრი მანევრი არ გაუკეთებია; სამაგიეროდ ყველაფერი ჩადო უხერხული მეტოქის მოცილების მცდელობაში.

მომავლის განჭვრეტის ყველაზე ეფექტური მცდელობა წარსულის გაანალიზებაა. რატომ?

იმიტომ რომ წარსულსაც და მომავალსაც ადამიანთა ქცევა ქმნის და ადამიანის ქვეცნობიერი და ცნობიერის ფსიქოლოგიური ნიუანსები კი უნივერსალურად სტაბილურია დასაბამიდან.”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved