ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი, ანა-კოლ შიმშილაშვილი, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“ისრაელის კოვიდ სტატისტიკა…
მარცხენა ფოტო:
9032 ინფიცირებული ბოლო 24 საათში
1092 – საავადმყოფოში
მძიმე – 693
კრიტიკული – 186
ხელოვნურ სუნთქვაზე – 138
175 – სასტუმროებში
დანარჩენები სახლში სუსტი ფორმით ან უმეეტესობა უსიმპტომოდ!!!
სრულიად ქვეყანაში 9 მილიონ მოსახლეზე
76323 ინფიცირებული დღეისათვის, 2224 ით ნაკლები წინა დღესღან შედარებით.
აცრილების რაოდენობა ქვეყანაში:
მხოლოდ ერთი დოზით – 5941791
ორი დოზით – 5464043
სამი დოზით (ბუსტერი) – 1860227.
მარჯვენა ფოტო კი გვიჩვენებს ინფიცირებულთა სქესს და ასაკს:
ნარინჯისფერი – მამაკაცები
ცისფერი – ქალები.
ასაკს, როგორც ხედავთ, ყვეკაზე მეტად ბავშვები- ანუ სრულიად აუცრელები, ახალგაზრდები – უმეტესად აუცრელები, ან ვისაც მხოლოდ 2 დოზა აქვთ აცრილი ან ძველი აცრა და ვერ მოასწრეს მესამე.
გარდაცვლილთა რიცხვი პირველი დღიდან, ანუ 2020 წლის თებერვლიდან – 6937.
შაბათ შალომ
პ.ს. ფაქტი ჯიუტია, ციფრები თავად ლაპარაკობენ.
პ.ს.ს.
გიჟები არიან, სასწავლო სეზონს ხსნიან 1 სექტემბერს…”
კომენტარები