• რეკლამა
  • კონტაქტი
12:06, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,გივი რატომ აღარ მოსულა? დავაი, ბარემ ბოლომდე დაგვა#%&ნ თავზე”

ალია ავტორი - ალია
02:35 10-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
466

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:

,,გუშინ წავიკითხე, პაპუაშვილი ამბობდა, გახარიას სიაში ყავს მერაბიშვილის კადრიო თუ რაღაც ასეთი. ვერც მივხვდი ვისზე ლაპარაკობდა. მორიგი ბოდვაათქო და ჩავხურე. დღეს დაზუსტებული ვნახე – თურმე, კახა ქემოკლიძეზე საუბრობდა.

კახას უმაღლესი თანამდებობა ნაცების დროს იყო ანალიტიკურ დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის მოადგილე და ქართულ მხარეს წარმოადგენდა ერგნეთის მოლაპარაკებებზე. ამ პოზიციაზე მუშაობას აგრძელებდა ქოცების დროსაც, მანამდეც, ვიდრე გახარიას გვარს საერთოდ ვინმე გაიგებდა.
ჩვეულებრივი საჯარო მოხელე იყო ადამიანი.

ამავე დროს, დღეს ქართულ ოცნებაში არის 2012 წლის შემდეგ ნაცებიდან ქოცებში დაპორტირებული იმაზე ბევრად მეტი პარტიული და პოლიტიკური ნაცი, ვიდრე თავად ნაცებში.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორ ვხსნით ფაქტს, რომ ქოცებმა ერთ-ერთ მთავარ სპიკერად აირჩიეს 2005-2008 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გივი მიქანაძე? პროკურატურა ისეთი რომ გახდა მის ხელში, როგორიც გახდა; სასამართლო რომ მურუსიძის იყო; ციხეში ის რომ ხდებოდა რაც ხდებოდა; 7 ნოემბრის და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც რჩებოდა თანამდებობაზე.

გასაგებია, რომ მურუსიძეს და სასამართლო კლანს ქოცებისთვის ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რატომ არ აქვს გივი მიქანაძეს ალტერნატივა, როგორც ქოცების სპიკერს? არ შეეძლოთ ვინმე უფრო მსუბუქი წარსულის დაესაქმებინათ სპიკერად? შეეძლოთ, მაგრამ რატომ მაინდამაინც მიქანაძე?

ამაზე მაქვს ორი პასუხი:

1. ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს, გაესაუბრა, მოეწონა გივი და, როგორც ყოველთვის, ვერავინ უთხრა, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა, ეგება სჯობდეს გადავმალოთ გივი და “ბექ”-ში ვამუშაოთო;

2. მაგრამ სადაც გორში ოკუპანტს ბოდიში მოუხადეს, სადაც რუსეთის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის აპირებენ ხელისუფლების გასამართლებას, სადაც მურუსიძის სასამართლოა დამოუკიდებელი, ევროპა და ამერიკაა გამოცხადებული მთავარ მტრად, რა დააშავა გივიმ? გივი რატომ აღარ მოსულა? დავაი მაიტა, იყოს სპიკერი! ბარემ ბოლომდე დაგვა#%&ნ თავზე.

ამასობაში, ეს ყველაფერი რომ მწარე შეცდომაა, ასეთ შეცდომებს ყოველდღე რომ უშვებენ და ბიძინა ივანიშვილს ფილტრები (corrective mechanisms) რომ არ აქვს, ეს ჩანს ამ ისტორიიდან. მოუწევთ ამისთვის ფასის გადახდა.”

თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved