ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს გადაცემა “რეაქციაში” პასუხობს და ამბობს:
“რაკი, ჯორჯ ორველი ახსენეთ, ჯორჯ ორველისეულად გიპასუხებთ, 1984-დან: გითვალთვალებენ, ფიქრს გიკონტროლებენ, გაჯერებენ რომ ომი მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება კი ძალაა, გარწმუნებენ, რომ ორს პლიუს ორი უდრის ხუთს და შენ არ გაქვს არგუმენტი საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, რადგან წარსული გამუდმებით იცვლება, ფაქტები აღარ არსებობს, ამ ყველაფერთან ერთად სამეტყველო ლექსიკაც ვიწროვდება, შენც ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ინდივიდუალიზმი და აზროვნება გაუგებარი ცნებებია, კარგავ ძალას და ხდები მათნაირი – ფრაზები საქართველოს რეალობას ხომ არ გაგონებს ბატონო პარლამენტის სპიკერო, თქვენი სიტყვებით პოლიტიკიდან გასული, მაგრამ პარტიის მარადიული ლიდერი ივანიშვილი რომ ორველისეული “დიდი ძმასავით” ყველაფერს აკონტროლებს, მთავრობას, სასამართლოს, ყველა სახელმწიფო სისტემას, საზოგადოებას, თავად არ გიჩნდებათ განცდა რომ “დიდი ძმა” თქვენც გითვალთვალებთ? არ გეშინიათ, რომ თქვენც გისმენთ? თქვენც გაკონტროლებთ? და საერთოდ მთელი ქვეყნის ფიქრებისა და ქცევების გაკონტროლებითაა დაკავებული, იმისათვის რომ გვაქციოს ერთნაირ ადამიანებად, ერთნაირ მასად, რომ ომი, რაც სახეზე გვაქვს დღეს რუსეთის მხრიდან, მშვიდობად შემოგვასაღოს, რომ უსიტყვოდ დავიჯეროთ რომ მონობა თურმე თავისუფლებაა…”
“ეს არის ჯორჯ ორუელისეული “ნიუსპიკი” – შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე
კომენტარები