• რეკლამა
  • კონტაქტი
13:40, პარასკევი, 9 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გითხარით, ნუ იქნებით მკვლელები-მეთქი! – გიორგი ფხაკაძის მიმართვა მთავრობას

ალია ავტორი - ალია
15:06 04-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე, tvalsazrisi.ge-თან ამბობს:

კიდევ ერთხელ მივმართავ პოლიტიკოსებს, მთავრობას – ჯერ კიდევ იანვარში გითხარით, თან ცუდაც გითხარით, ნუ იქნებით მკვლელები-მეთქი! კოვიდის გამო დღეში 10 ადამიანი მაინც იღუპება. ანუ თვეში 300 ოჯახში შედის სიკვდილი. ეს არის რეალური, ყოველდღიური ომი. იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაზე დიდი პრობლემის მოგვარებაზე იფიქრონ, კეკლუცობენ, რა დროს კეკლუცობაა. იპოვეთ კონსენუსი და მიხედეთ რეალურ საქმეს!

ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ყველას ერთად! ახლა მოუწოდებენ, –  პირბადეები გაიკეთეთო, ის პირბადე ლარნახევარი და ორი ლარი ღირდა ცოტა ხნის წინ, როგორ უნდა ეყიდა ხალხს? გახსოვთ, რამდენი ვიომე და ფასი 14-20 თეთრამდე როგორ დავწიეთ ხალხის ჩართულობით?! ნოემბრიდან იმიტომ დავიწყე პირბადეებზე კივილი, რომ პირბადე არის ერთადერთი რეალური გზა ამ ვირუსის შესაჩერებლად!

მწერენ, მეუბნებიან, – ჩამოდი საქართველოშიო. კარგი, მაგრამ მინისტრადაც რომ დამნიშნონ, საქმეს გამაკეთებინებენ? ლამის 3000 კაცი გასაყრელია, მე არაპროფესიონალებთან ეერ ვიმუშავებ! საქართველოში არიან ძალიან კარგი ექიმები, ექთნები და სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მაგრამ მათ გასაქანს არ აძლევენ. საუკეთესო განათლების მქონე ადამიანები სამსახურს ვერ შოულობენ, და ვიღაცეების არაპროფესიონალი ბიძაშვილ-მამიდაშვილ-საყვარლებითააა გამოტენილი კაბინეტები.

საქართველოს ეკონომიკა დიდხანს ასე ვერ გასტანს. ივლისში ხაზინაში ფული აღარ იქნება. გონივრული რეგულაციებით უნდა ამუშავდეს ქვეყანა, ბიზნესი, ეკონომიკა, ოღონდ გონივრული რეგულაციებით და სწორი მენეჯმენტით! ჩვენ ყველამ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, უნდა ვაკეთოთ ყველამ ის, რაც ვიცით და რაც შეგვიძლია! ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის სამშობლოს სიყვარული.

რაც შეეხება საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივას – პროცესი მიდის ძალიან კარგად, უკვე 25 ორგანიზაცია ჩაერთო, მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან! ჩვენ გვექნება არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა ქვეყანაში!

თეგები: გიორგი ფხაკაძეეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის
ახალი ამბები

ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის

15:00 01-08-2026
“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved