• რეკლამა
  • კონტაქტი
08:41, პარასკევი, 19 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გირჩევთ, არასოდეს გქონდეთ შეხება “ევექსის” კლინიკასთან” – რა შეემთხვა თინა მახარაძის დას “ევექსში”?

ალია ავტორი - ალია
21:45 01-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
782

მსახიობი თინა მახარაძე, სოციალურ ქსელში, დის, თამუნა მახარაძის პოსტს აქვეყნებს და წერს:

“წაიკითხეთ ჩემი დის ჰორორ ისტორია ევექსი • EVEX კლინიკაზე.
თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?”

თამუნა მახარაძის პოსტი:

“მოგესალმებით, მინდა მოკლედ მოგიყვეთ ჩემი მდგომარეობის შესახებ და გირჩიოთ, რომ არასოდეს გქონდეთ რაიმე სახის კავშირი ევექსის კლინიკათა ქსელთან.
ახალი წლიდან მოყოლებული ვარ ცუდად, რის გამოც გადავწყვიტე ჩამეტარებინა ყველანაირი სახის გამოკვლევა, თუმცა ჩემი გადატვირთული სამსახურეობრივი გრაფიკის გამო ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ბიულეტინზე გასვლის შემთხვევაში. ვინაიდან მაქვს იმედი L • Imedi L– ის დაზღვევა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ითვალისწინებს ევექსი • EVEX-ის კლინიკათა ქსელში მომსახურეობას და, რომელშიც, რა თქმა უნდა, ყოველთვიურად ვიხდი თანხას, აღნიშნულ კლინიკაში ოჯახის ექიმთან ჩაწერა და გამოკვლევების ჩატარება იმდენად დიდხნიანი პროცესია, რომ მომიწია ბიულეტენის გახსნა სხვა კლინიკაში, რაშიც ასევე დამატებით მომიწია ფულის გადახდა, ამასთან, სხვა კლინიკაში გადავიღე რენდგენი ფილტვებზე, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ – სადმე რომ ჩაეწერო, გჭირდება, ყველაზე კარგ შემთხვევაში, რამდენიმედღიანი ლოდინი. როგორც იქნა, 16 იანვარს ჩავეწერე გლდანის ევექსში. მოვითხოვე სისხლის საერთო და შარდის ანალიზი. ბევრჯერ ამიღია სისხლის საერთო ანალიზი, მაგრამ ასე არაპროფესიონალურად – არასოდეს. საშინელ ტკივილს რომ თავი დავანებოთ, მთლიანი ხელი ჩამილურჯეს. ( ფოტოზე ხედავთ დღევანდელ მდგომარეობას, რაც გაცილებით “კარგ” მდგომარეობაშია, ვიდრე თავიდან.)

მეორე დღეს მწერენ, რომ “შარდი დახარვეზდა” და უნდა ჩამებარებინა აღნიშნული ანალიზი თავიდან, რაც საქმის ბოლომდე მიყვანის მიზნით, გავაკეთე. დღეს დილით, 20 იანვარს, ხელახლა ვიყავი ჩაწერილი ოჯახის ექიმთან ბავშვებთან ერთად და მეუბნებიან, რომ სისხლის ანალიზის პასუხი არ იძებნება და უნდა მიმემართა ლაბორატორიასათვის. კარგით, ჯერ კიდევ იმედი მქონდა, რომ ლაბორატორიაში იქნეოდა პასუხები, მაგრამ მანამდე იქნებ ბავშვები გასინჯოთ – მეთქი, რაზეც ოჯახის ექიმი მეუბნება: “ აქ წერია ლუკა და ლაშა და ეს გოგონაა.” ჩემს შვილზე ბავშვის თანდასწრებით მიმტკიცებს, რომ არის გოგონა, მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს შედარებით გრძელი თმა, აქ საბოლოოდ დავრწმუნდი, თუ სად მოვხვდი. ექიმს, რომელსაც იმდენი შეგნება და ტაქტი არ აქვს, რომ ვერ გაარჩიოს ბიჭი გოგოსგან, მხოლოდ იმიტომ, რომ მას გრძელი თმა აქვს და ბავშთან დასწრებით ასე უტაქტოდ არ იმეოროს იგივე, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე ჩემზე მაღალი, დიდი და სიმპათიური ბიჭია, მხოლოდ მის არაპროფესიონალიზმსა და შეუგნებლობაზე მიუთითებს.

შემდეგი გაოცეება იყო მაშინ, როცა გამოვედი ოჯახის ექიმის კაბინეტიდან და შევედი ლაბორატორიაში, რათა მეპოვნა ჩემი სისხლის ანალიზი. რა თქმა უნდა, ანალიზი არ ჰქონდათ და დამიწყეს მტკიცება, რომ რადგან პასუხი არ აქვთ, ესე იგი სისხლის ანალიზი არ გაუკეთებიათ! ვაჩვენებ გადალურჯებულ ხელს!


ამ დროს უკვე პასუხი აღარ ჰქონდათ და მაშინ თავიდან აგიღებთ ანალიზსო და გადაწყვიტეს, რომ ეს სიმწარე და ტკივილი მეორედ გადამეტანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ელემენტარული პროცედურის გაკეთება არ შეუძლიათ. შარდს რა დაემართა მეორედ რომ მომატანინეთ – მეთქი? ეტყობა კარგად არ დაახურე თავსახური და დაიქცაო. ამას მეუბნებიან სრული სერიოზულობით და ცდილობენ, ყველა დეტალი მე გადმომაბრალონ. მე – ყველაზე მშვიდი ადამიანი, ამ დროს ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო.

გამოვედი ლაბორატორიიდან და გადავწყვიტე, რომ შევიდე ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიაზე, რისთვისაც ჯერ კიდევ ხუთშაბათს ჩავეწერე. მოვიდა ჩემი რიგი და ვიგებ, რომ თურმე შეცდომით რენდგენზე ჩამწერეს და ვერც ექოსკოპიას ვერ გადავიღებ. 

 ვმუშაობ ბანკში, თუ მართლა არ ვკვდები, ვერ ვაცდენ სამსახურს.. ერთი კვირა სამსახურში ვერ დავდივარ, რადგან მინდოდა როგორმე გამერკვია რა მჭირს, მაგრამ რა მივიღე სანაცვლოდ? – ევექსის და ჩემი დაზღვევის შედეგად მაქვს ჩალურჯებული ხელი, გადაყრილი ფული, დახარჯული დრო და რაც ყველაზე მთავარია – არ მაქვს საერთოდ არაფრის პასუხი. ვერ დავადგინე რატომ მაქვს სიცხეები 31 დეკემბრის შემდეგ, არ მაქვს ანალიზების პასუხები, ვერ ჩავიტარე ვერანაირი გამოკვლევა და ყველაზე მთავარი – ბავშვს მახინჯი აზროვნების გამო შეიძლება ჩაუნერგონ, რომ თმა უნდა შეიჭრას, მგონი უარესად გავცივდი ასჯერ ექიმთან ტყუილად მისვლით, რასაც ჩემი ნერვების განადგურებაც დაემატა. საბოლოოდ, მივიღე ნული ემპათია და სიტუაციის გამოსასწორებლად შემომთავაზეს ამ პროცედურების თავიდან გავლა, რაც ზუსტად იმავე დროსა და შედეგებთან არის დაკავშირებული.
სამარცხვინოა, რასაც აკეთებთ და
როგორც აკეთებთ.”

მოგვიანებით, თამუნა მახარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ევექსის” კლინიკიდან პოსტის დაწერის შემდეგ დაუკავშირდნენ, დიღმის ფილიალში გაუშვეს და მოემსახურნენ.

თეგები: ევექსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე

17:45 09-18-2025
AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი
ახალი ამბები

AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი

15:49 09-18-2025
სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი
ახალი ამბები

სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი

14:33 09-18-2025
თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

13:21 09-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved