• რეკლამა
  • კონტაქტი
11:43, კვირა, 29 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გიფიქრიათ, რა დაემართება ლარს, თუ ერთ დღეს რუსები ისე წავლენ, როგორც შემოვიდნენ?“

ალია ავტორი - ალია
16:38 10-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48,822

ანი დვალიშვილი

მაშინ, როცა დედაქალაქი თბილისობას, „ოცნების“ აქტივი კი გამარჯვების 10 წელს ზეიმობდა, ამერიკის საზღვრებს ქართველი ძალოვნების მორიგი ტალღა მიადგა. ჰო, მორიგი ტალღა იმ ადმიანებისა, რომლებსაც არაერთი წლის განმავლობაში ფორმა ეცვათ, ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, ახლა კი… დაზუსტებული ინფორმაციით, ამერიკაში საპატრულო პოლიციიდან წასული ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და მაგალითად, ქუთაისში, ერთ დღეს მთელი ოცეული წავიდა შტატებში. ჰო, ოცეულმა ერთ დღეს დაწერა განცხადება, ერთ დღეს ჩასხდნენ თვითმფრინავში და საუკეთესო შემთხვევაში, უკან პირს 5 წლის განმავლობაში აღარ იზამენ. შსს, პრაქტიკულად, ყოველკვირეულად აცხადებს ვაკანსიებს, მაგრამ პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობას გამოცდების გარეშე ვერ იწყებ, აი, გამოცებს კი იმდენად ცოტა აბარებს, წასული კადრების შევსება გამორიცხულია. პრობლემა იმდენად სერიოზულად დგას, რომ ხალხმრავალი აქციის ჩატარების შემთხვევაში, აუცილებელი გახდება არამარტო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა მობილიზება, არამედ თავდაცვის სამინისტროს ნაწილებისაც.

„ხელისუფლება უკვე მიხვდა, რომ არსებული ხელფასი საკმარისი არ არის და სწორედ ამიტომ გააკეთა მინიშნება ხელფასის მატებაზე ახლა, როცა ჯერ 2023 წლის ბიუჯეტზე მსჯელობა არ დაწყებულა. თუ აკვირდებით, რამდენიმე თვის წინ იმავე პრემიერის მიერ დაანონსებული 10%-იანი მატების ნაცვლად, ძალოვანებს 20%-ით მომატებული ხელფასი შესთავაზეს, მაგრამ გვერწმუნეთ, ესეც ცოტაა, რადგან საქართველოში უკვე ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს, რომლებსაც ადგილობრივი ბაზარი გაძვირებულ სერვისს სთავაზობს და ამ სერვისს იღებს ადგილობრივი მოსახლეობაც. გაძვირდა და კიდევ გაძვირდება ყველაფერი და რუსები ამას ყველაზე ცუდ შემთხვევაში, გაზაფხულამდე გაუძლებენ, შემდეგ ან ისე გაირკვევა მათი ბედი, ან ასე და როგორც ხდება ხოლმე, საქართველოში აწეული ფასები აღარ დაიწევს“, – ეუბნება „ალიას“ პირი, რომელიც საჯარო მოხელეთათვის ხელფასის მატების პროცესის კვლევაშია ჩართული და იმასაც გვიმტკიცებს, ახალი წლიდან ძალიან ბევრ საჯარო მოხელეს, დაპირებული 10%-იანი მატება არ ექნება, რადგან რეგიონალური ბიუჯეტები ამისთვის მზად არ არიან და აქცენტი 2024 წლის ინფრსტრუქტურულ პროექტებზე კეთდება, რადგან 2024 წელს, ანუ საარჩევნოდ დასასრულებელ გრანდიოზულ პროექტებს, საფუძველი სწორედ 2023 წელს უნდა ჩაეყაროს.

რუსების შემოსვლამ ქართული ეკონომიკა აშკარად გამოაცოცხლა, რადგან უნდათ თუ არა, თითოეული მათგანი, ბინის ქირის, მგზავრობის, კვებისა თუ დალევის (ჰო, დალევის) გათვალისწინებით, დღეში საშუალოდ 50-70 დოლარს ხარჯავს, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა. ცუდი ის არის, რომ ამ ყველაფერს ეკონომიკისთვის მყარი საფუძვლის შექმნა არ შეუძლია და თუ ერთ მშვენიერ დღეს, რუსები იმავე ტემპით დაბრუნდებიან სამშობლოში, როგორც შემოვიდნენ, შეიძლება ეროვნულ ვალუტას სერიოზული პრობლემები შეექმნას და ინფლაცია ისეთ დონეზე დაიწყოს, მისი შეჩერება ეროვნულ ბანკსაც კი გაუჭირდეს. ზოგადად, ეროვნული ვალუტა ხელოვნურად რომ არის გამყარებული, ეროვნულმა ბანკმა ნებსით თუ უნებლიედ დაადასტურა და თუ იტყვიან, რომ ასე არაა, მარტივად დავუსაბუთებთ – ლარი გამყარებულია დოლართან და ევროსთან მიმართებაში, მაგრამ დაკარგული აქვს მსყიდველუნარიანობა. სწორედ ამიტომ, ის პენსიაც, რომელიც პენსიონერებს მომავალი წლიდან გაეზრდებათ, საკმარისი არ იქნება და დღევანდელთან შედარებით, ლარის მსყიდველუნარიანობა მომავალი წლისთვის უფრო მოიკლებს. ევოვნულ ვალუტას უბრალოდ სიმყარის საფუძველი არ აქვს და დეზერტირების მიერ გამყარებულ ეკონომიკას ტაშს რომ დავუკრავთ, მაშინ მაინც უნდა მივხვდეთ, რეალურად რა დღეში ვართ.

ხელფასების მატება ერთი შეხედვით, ძალიან კარგია, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს – ამ ხელფასების გადახდის შესაძლებლობა ბიუჯეტს უნდა ჰქონდეს, რაც ხაზინისთვის დამატებით შემოსავალს გულისხმობს. საიდან უნდა მიიღოს ბიუჯეტმა დამატებითი შემოსავალი? სწორია – ხალხისგან. ამიტომ, მომავალი წლიდან, არანაირი სპეციალურ ფორმაში ჩაცმული ხალხი არ ივლის ქუჩაში და თქვენი ავტომობილის გამონაბოლქვს არ შეამოწმებს. ჩვეულებრივად, საპატრულო ეკიპაჟს მიეცემა უფლება გაგაჩეროთ და თუ ავტომობილი ვიზუალურად დათვალიერების შემდეგ ბოლავს, პატრულ-ინსპექტორი ჯარიმას მარტივად დაგიწეთ და გამოსასწორებლად 10 დღეს მოგცემენ, შემდეგ ახალი ჯარიმა და ასე დაუსრულებლად. ჰო, თუ მანქანა ბოლავს, პატრულისთვის საკმარისი საბაბი იქნება 50-ლარიანი ჯარიმის დასაწერად. ხარვეზს თუ არ გამოასწორებთ, მეორე ჯარიმა 150 ლარი იქნება, მესამე – 500 და ახლა თავად დაფიქრდით, რამდენი ავტომობილი ბოლავს თუნდაც საცობში და რა თანხებზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის კარგია, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ამ გზით სახელმწიფო ხალხისგან რამდენიმე ათეულ მილიონს ამოიღებს.

სხვათა შორის, მთავრობის მითითებით, მუნიციპალიტეტებმა 2026 წლის გეგმაზე დაიწყეს მუშაობა და ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა მიაწოდონ ის მონახაზი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. ჰო, არ მოგესმათ, 2026 წლამდე პრიორიტეტების დაგეგმარება და მათი განხორციელების დაანონსება სწორედ 2023 წელს იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ძალიან სერიოზულიად ემზადება და არაფრის დათმობას არ აპირებს. დღევანდელი გადმოსახედიდან, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას პოლიტიკისადმი გულგრილი დამოკიდებულება აქვს და უმრავლესობა შეეცდება, საკუთარი ხმა სარფიანად გაყიდოს. პროექტები კი იმისთვის არის საჭირო, რომ რეგიონებში, სოფლად მცხოვრები ადამიანების მოსყიდვაც არ გახდეს სავალდებულო, თორემ მეტნაკლებად დიდ მუნიციპალურ ცენტრებში, ნაკლებად აინტერესებთ, სკვერი კეთდება თუ სათამაშო მოედანი, არჩევნებზე ხმა ქეშად დაფასდება.

და ერთიც – შესაძლოა ეკონომიკასთან კავშირში არ არის, მაგრამ ზამთარი მოდის და… ის ადამიანები, რომლებსაც ტყეები იჯარით აქვთ აღებული, იხვეწებიან, რომ უფლება მისცენ, ტყეში მოსახლეობა შეუშვან და მათ ფიჩხისგან, წაქცეული ხეებისგან ტყე გაწმინდონ. ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა, ტყე იწმინდება და მოიჯარეს აწყობს, გლეხს კი ტყიდან ფიჩხი და შეშა მიაქვს და ისიც კმაყოფილია. ჯერჯერობით გარემოს დაცვა კატეგორიულ უარს აცხადებს და… მათიც გვესმის – ასე, რაჭა-ლეჩხუმისკენ, ერთ-ერთ პირს მისცეს ტყის გასუფთავების უფლება და წაქცეული ხეების გარდა, მეპატრონემ ახლადმოჭრილი ხეებიც ბლომად ზიდა და ეს ყველაფერი იმის იმედად, რომ გარემოს დაცვა იმ პერიოდში არ შეაწუხებდა, იქ ხომ მოსახლეობა იყო შესული დაზიანებული მერქნის გამოსატანად, თუმცა… გარემოს დაცვამ მაშინ ივარგა და ახლა ურზეა, აღარ სჯერა, რომ ეს ყველაფერი მართლა ტყის მოვლის სახელით კეთდება.

თეგები: ლარსის საბაჟორუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved