გუშინ ღამის საათებში მოხდა მოშიმშილეების განცალკევება, – ამის შესახებ პატიმარ გიორგი ჩიკვაიძის დედა სოციალურ ქსელში წერს.
ეკა წერეთლის ინფორმაციით, გასულ ღამეს ჩიკვაიძეს გონების კარგვის ორი ეპიზოდი ჰქონდა.
“ბოლო ინფორმაციით, გუშინ ღამიის საათებში, დაახლოებით 10 დან 12 საათის ფარგლებში, მოხდა მოშიმშილების განცალკევება, რის შემდეგაც პატიმარ გიორგი ჩიკვაიძეს ჰქონდა ორჯერადად გონების კარგვის ეპიზოდი და საწოლიდან ვარდნა პირსახით! სასიცოცხლოდ მნიშვნელივანი ირაკლის, როგორც ახლობელი ადამიანის დაბრუნება,რომელიც ამ პერიოდისთვის გიორგის გადაადგილებისა და ყოფითი საჭიროებების დასაყრდენი ადამიანია… წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფატალურ შედეგს”, – წერს ჩიკვაიძის დედა სოციალურ ქსელში.














კომენტარები