“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე წარადგინა. წარდგენისას მან იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც პარტიას გასულ წელსუკვე შემუშავებული ჰქონდა და ყურადღება 2020 წლისსაპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეგაამახვილა. ვაშაძემ ქუთაისელებს საკუთარი ხედვა და ის ინოვაციები მიდგომები გააცნო, რომელიც ქალაქს ავანგარდის სტატუსს, ხოლო საქართველოს რეგიონის ლიდერის ფუნქციას დაუბრუნებს.
„ქუთაისში აღმშენებლობის არასტანდარტული, განსხვავებული იდეების ერთობლიობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს ქალაქი იყოს განვითარების ავანგარდში. სწორედ ასეთი არასტანდარტული, ინოვაციური იდეები არის გზა ქვეყნის განვითარებისკენ, თუ ჩვენ ეს არ შევძელით დღეს, აღარაფერი გამოგვივა ხვალ. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ყველა ქვეყნის გამოცდილება და გავაკეთოთ უმაგრესი პროექტები, რომელიც იქნება ამბიციური და ინოვაციური. ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო განვითარების ავანგარდში, ამის ყველა შესაძლებლობა გვაქვს: ნიჭი, ინოვაციურიბა, კრეატიულობა, ბუნებრივი რესურსები, არაჩვეულებრივი გეოგრაფიული ლოკაცია, საოცარი ისტორია და მუხტი, რომელიც გაერთიანდება საერთო იდეის, აღმშენებლობის გარშემო ამას ვერაფერი ვეღარ გააჩერებს, სწორედ ამაზეა დაფუძნებული ჩვენს მიერ წარმოდგენილი თერთმეტი პროექტი“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და ამომრჩეველს 11 ინოვაციური პროექტი გააცნო, რომელიც ქალაქს ახალ სტატუსსა და მნიშვნელობას შესძენს.
„დრაივ მუზეუმი „მედეა“ მნიშვნელოვანი პროქტია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი ისტორია გავხადოთ ერთის მხრივ ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და გასაგები, მეორეს მხრივ კი მსოფლიოს გავაცნოთ რა წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიოს ცივილიზაციაში. მუზეუმი „მედეა“ – ეს იქნება მულტიფუნქციური სპორტული არენა, სადაც დასავლეთ საქართველო უმასპინძლებს დიდ საერთაშორისო ტურნირებს. მეორე, ქუთაისმა აუცილებლად უნდა დაიბრუნოს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. მესამე – ინდუსტრიული პარკი ქუთაისში, ავანგარდში სადაც საბჭოთა კავშირის დროს წარმოებდა მიკრო სქმები, ჩიპები ეს არის ის წამროება, რომელიც მთელს მსოფლიოში დღეს ყველაზე სწრაფად მზარდია, სამწუხაროდ აქ ყველაფერი გაჩერებულია. ჩვენ აქ აღვადგენთ ჩვენს მიკროტექნოლოგიების წარმოებისინდუსტრიულ პარკს; მეოთხე – IT ქალაქი-ტექნოლოგიების განვითარების გარეშე არ არსებობს განვითარებული სახელმწიფო, მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვაძლებ გარანტიას, რომ ჩვენი მხარდაჭერა ეს ნიშნავს მსოფლიო გიგანტების შემოსვლას საქართველოში, Microsoft, Facebook, google და ა.შ გაგრძელებული, რომლებიც აქ გახსნიან ოფისებს. ამისათვის ჩვენ 10 000 გრანტის გაცემას ვაპირებთ იმ სპეციალობებში, რომელიც უნდა შეიძინონ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ მყისიერად მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი; მეხუთე მნიშვნელოვანი პროექტია – ძველი ქუთაისის რეაბილიტაცია და აეროპორტის მიმართულებით ახალი ქუთაისის, როგორ ბიზნეს ცენტრის გაშენება, ეს ქვიტკირის ტერიტორიიდან უნდა დაიწყოს და მივიდეს აეროპორტამდე; მეექვსე – პარლამენტთან ახლოს გვინდა მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის გაკეთება, რომელშიც იქნება ძალიან დიდი სასტუმრო ინფრასტრუქტურა, რომ დიდი სპორტული ღონისძიებების ჩატარება გახდეს შესაძლებელი; მეშვიდე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სწრაფი სამგზავრო მატარებელი თბილისი-ქუთაისი, ქუთაისი-ბათუმი,ქუთაისი-ზუგდიდის მარშუტს ითვალისწინებს.; მერვე – სამ საათიან საფრენ რადიუსში გვინდა პირდაპირი რეისები ქუთაისის აეროპორტიდან ეს ნიშნავს მინიმუმ 7-8-ჯერ მგზავრთა ნაკადის გაზრდას; მეცხრე ეს არის ბრენდული სასტუმროები ქუთაისში; მეათე- სატვირთო აეროპოპორტის განვითარება ქუთაისში. აქ განვავითარებთ არამარტო სამგაზვრო, არამედ სატვირთო აეროპორტი მნიშვნელოვანია, ქუთაისს ყოველი მხრიდან თვითმფრინავის მიღების შესაძლებლობა აქვს და დღეს ძალიან დიდი ტერიტორია ასათვისებელია, შესაბამისად აქ შეგვიძლია გავაკეთოთ დასავლეთის და აღმოსავლეთის ანუ საკოორდინატშორისო სატვირთო აეროპორტი. ამ პრეოქტების განხორციელება ნიშანვს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ კმაყოფილ მოქალაქეს, მეტ განვითარებულ ახალგაზრდა, “ – პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს ვაშაძე და აცხადებს რომ მისი გუნფის მთავარი მიზანი არ არის სპონტანურობა,დაუგეგმაობა და სიტუაციაზე რეაგირება.
„როგორიც დღეს არის მიღებული სამწუხაროდ საქართველოში, არამედ სტრატეგიულად სწორად, გეგმაზომიერად ქმედება იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს რეგიონის ლიდერის ფუნქცია,ქალაქმა კი ავანგარდის სტატუსი შეიძინოს. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ აღმშენებლობის იდეის გარშემო და გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რომ მომავალ თაობას დავახვედროთ ქვეყანა, სადაც ისინი საკუთარ მომავალს დაინახავენ“ – გიორგი ვაშაძე
კომენტარები