• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ვაშაძემ ქუთაისელებს 11 ინოვაციური პროექტი გააცნო, რომელიც ქალაქს ავანგარდის სტატუსს, ხოლო საქართველოს რეგიონის ლიდერის ფუნქციას დაუბრუნებს

ალია ავტორი - ალია
17:26 09-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისის  მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე წარადგინა.  წარდგენისას მან იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც პარტიას გასულ წელსუკვე შემუშავებული ჰქონდა და ყურადღება 2020 წლისსაპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეგაამახვილა. ვაშაძემ ქუთაისელებს საკუთარი ხედვა და ის ინოვაციები მიდგომები გააცნო, რომელიც ქალაქს ავანგარდის სტატუსს, ხოლო საქართველოს რეგიონის ლიდერის ფუნქციას დაუბრუნებს. 

„ქუთაისში აღმშენებლობის არასტანდარტული, განსხვავებული იდეების  ერთობლიობა მოგვცემს  შესაძლებლობას, რომ ეს ქალაქი იყოს  განვითარების ავანგარდში. სწორედ ასეთი არასტანდარტული, ინოვაციური იდეები არის გზა ქვეყნის განვითარებისკენ, თუ ჩვენ ეს არ შევძელით დღეს, აღარაფერი გამოგვივა ხვალ. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ყველა ქვეყნის გამოცდილება და გავაკეთოთ უმაგრესი პროექტები, რომელიც იქნება ამბიციური და ინოვაციური. ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო განვითარების ავანგარდში, ამის ყველა შესაძლებლობა გვაქვს:  ნიჭი, ინოვაციურიბა, კრეატიულობა, ბუნებრივი რესურსები, არაჩვეულებრივი გეოგრაფიული ლოკაცია, საოცარი ისტორია და მუხტი, რომელიც  გაერთიანდება საერთო იდეის, აღმშენებლობის გარშემო ამას ვერაფერი ვეღარ გააჩერებს, სწორედ ამაზეა დაფუძნებული ჩვენს მიერ წარმოდგენილი თერთმეტი პროექტი“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და ამომრჩეველს 11 ინოვაციური პროექტი გააცნო, რომელიც ქალაქს ახალ სტატუსსა და მნიშვნელობას შესძენს.

„დრაივ მუზეუმი „მედეა“ მნიშვნელოვანი პროქტია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს  ჩვენი ისტორია გავხადოთ  ერთის მხრივ ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და გასაგები, მეორეს მხრივ კი მსოფლიოს გავაცნოთ რა წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიოს ცივილიზაციაში.  მუზეუმი „მედეა“ – ეს იქნება  მულტიფუნქციური სპორტული არენა, სადაც  დასავლეთ საქართველო უმასპინძლებს დიდ საერთაშორისო ტურნირებს. მეორე, ქუთაისმა აუცილებლად უნდა დაიბრუნოს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. მესამე – ინდუსტრიული პარკი ქუთაისში, ავანგარდში სადაც საბჭოთა კავშირის დროს წარმოებდა მიკრო სქმები, ჩიპები ეს არის ის წამროება, რომელიც მთელს მსოფლიოში დღეს ყველაზე სწრაფად მზარდია, სამწუხაროდ აქ ყველაფერი გაჩერებულია. ჩვენ აქ აღვადგენთ ჩვენს მიკროტექნოლოგიების წარმოებისინდუსტრიულ პარკს; მეოთხე – IT ქალაქი-ტექნოლოგიების განვითარების გარეშე არ არსებობს  განვითარებული სახელმწიფო, მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვაძლებ გარანტიას, რომ ჩვენი მხარდაჭერა ეს ნიშნავს მსოფლიო გიგანტების შემოსვლას საქართველოში, Microsoft, Facebook, google და ა.შ გაგრძელებული, რომლებიც აქ გახსნიან ოფისებს. ამისათვის ჩვენ 10 000 გრანტის გაცემას ვაპირებთ იმ სპეციალობებში, რომელიც უნდა  შეიძინონ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ მყისიერად მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი; მეხუთე მნიშვნელოვანი პროექტია – ძველი ქუთაისის რეაბილიტაცია და აეროპორტის მიმართულებით ახალი ქუთაისის, როგორ ბიზნეს ცენტრის გაშენება, ეს ქვიტკირის ტერიტორიიდან უნდა დაიწყოს და მივიდეს აეროპორტამდე; მეექვსე – პარლამენტთან ახლოს გვინდა  მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის გაკეთება, რომელშიც იქნება ძალიან დიდი  სასტუმრო ინფრასტრუქტურა, რომ დიდი სპორტული ღონისძიებების ჩატარება გახდეს შესაძლებელი;  მეშვიდე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სწრაფი სამგზავრო მატარებელი თბილისი-ქუთაისი, ქუთაისი-ბათუმი,ქუთაისი-ზუგდიდის მარშუტს ითვალისწინებს.; მერვე – სამ საათიან საფრენ რადიუსში გვინდა  პირდაპირი რეისები ქუთაისის აეროპორტიდან ეს ნიშნავს მინიმუმ 7-8-ჯერ  მგზავრთა ნაკადის გაზრდას; მეცხრე ეს არის ბრენდული სასტუმროები ქუთაისში; მეათე- სატვირთო აეროპოპორტის განვითარება ქუთაისში. აქ განვავითარებთ არამარტო სამგაზვრო, არამედ სატვირთო აეროპორტი მნიშვნელოვანია, ქუთაისს ყოველი მხრიდან  თვითმფრინავის მიღების შესაძლებლობა აქვს და დღეს ძალიან დიდი ტერიტორია  ასათვისებელია, შესაბამისად  აქ შეგვიძლია გავაკეთოთ დასავლეთის და აღმოსავლეთის  ანუ საკოორდინატშორისო სატვირთო აეროპორტი. ამ პრეოქტების განხორციელება ნიშანვს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ კმაყოფილ მოქალაქეს, მეტ განვითარებულ ახალგაზრდა, “ – პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს ვაშაძე და აცხადებს რომ მისი გუნფის მთავარი მიზანი არ არის სპონტანურობა,დაუგეგმაობა და სიტუაციაზე რეაგირება.

„როგორიც დღეს არის მიღებული სამწუხაროდ საქართველოში, არამედ სტრატეგიულად სწორად, გეგმაზომიერად ქმედება იმისათვის, რომ  საქართველომ დაიბრუნოს რეგიონის ლიდერის ფუნქცია,ქალაქმა კი ავანგარდის სტატუსი შეიძინოს. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ აღმშენებლობის იდეის გარშემო და გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რომ მომავალ თაობას დავახვედროთ ქვეყანა, სადაც ისინი  საკუთარ მომავალს დაინახავენ“ – გიორგი ვაშაძე

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved