• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: „ვანო ჩხარტიშვილის სიძე არ ვარ“

ალია ავტორი - ალია
22:46 06-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
476

„ოპოზიციის ოპოზიციონერობა – ესაა „ქართული ოცნებისა” და ივანიშვილის საქმე”, – ასე პასუხობს „რეზონანსთან”, პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის ალეკო ელსაშვილის განცხადებას.

ელისაშვილმა „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ უკვირს ოპოზიცია გიორგი ვაშაძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისნის მაჟორიტარ კანდიდატად რატომ ასახელებს, რადგან, მისი თქმით, ვაშაძეს რეიტინგი არ აქვს და არჩევნებში 1%-ზე მეტი არასდროს არ აუღია.

ვაშაძე ამბობს, რომ თუ ელისაშვილს ოპოზიციაში ყოფნა სურს, უმჯობესია ხელისუფლება აკრიტიკოს, ვიდრე ოპოზიცია, რადგან ოპოზიციის კრიტიკით ხელისუფლების საქმეს აკეთებს.

„ალეკო ელისაშვილი რაც მეტს ისაუბრებს, ამ ჭაობში მით ღრმად ჩაეფლობა, რომლისკენაც სწრაფი ტემპით მიექანება. ვფიქრობ, რომ თუ მას რეალურად ოპოზიციაში ყოფნა უნდა, ჯობია, რომ ხელისუფლებასთან მიმართებაში ისაუბროს და არა ოპოზიციასთან მიმართებაში. ოპოზიციის ოპოზიციონერობა – ესაა „ქართული ოცნებისა” და ივანიშვილის საქმე.

„რაც შეეხება პროცენტებს, მე იმ საარჩევნო კოალიციაში ვიყავი და იმ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა.

„ცალკე მიღებულ პროცენტებს რაც შეეხება, კიევში რომ ვიყავი და პოლიტიკური პარტია ახალგაზრდებს მივეცი და კამანიას ახალგაზრდები ატარებდნენ, მაშინაც კი „ახალმა საქართველომ” თბილისში ცალკე აღებული ოთხი პროცენტი აიღო. ამიტომ ბაქიბუქს და პოლიტიკურ კინტოობას ნამდვილად ურჩევნია, რომ საქმეს მიხედოს”, – განაცხადა ვაშაძემ.

ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ვაშაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სიძეა და რატომ თვლიან ოპოზიციონერად ვანო ჩხარტიშვილის სიძეს, მისთვის გაუგებარია.

ამაზე ვაშაზე ამბობს, რომ ვანო ჩხარტიშვილი მისი სიდედრის ძმაა, თუმცა ყველამ იცის, რომ მათ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ.

„ესაა სიბინძურის ნთხევის ნაცადი ხერხი. ვანო ჩხარტიშვილის სიძე არ ვარ, ისაა ჩემი სიდედრის ძმა, ამას ვადასტურებ. რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს, მაშინ, როცა მე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვიყავი, ის საქართველოდან წასული იყო და იმ პერიოდიდან აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ გზაზე ვდგავართ, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამაშიც ჩანს დიდი სიბინძურე, რომელსაც ეს ადამიანი (ელისაშვილი) ანთხევს და კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ რაც უფრო ღრმად ჩაეფლობა ამ ჭაობში, მისთვის მით უფრო უარესი იქნება, ალეკო ელისაშვილზე საუბარი ჩემს ინტერესში ნამდვილად არაა”, – განაცხადა ვაშაძემ.

წყარო: „რეზონანსი“

თეგები: ალეკო ელისაშვილიგიორგი ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved