• რეკლამა
  • კონტაქტი
06:14, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გიორგი ვაშაძე გახლავთ საერთო ოპოზიციის ისტორიული შეთანხმების კანდიდატი და ყველას მოგიწოდებთ, რომ მას დაუჭიროთ მხარი” – შალვა ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:52 10-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებაზე მისულმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გიორგი ვაშაძეს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა. ნათელაშვილმა ღონისძიებაზე მისულ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და მათ ისანში ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. როგორც ლეიბორისტულმა პარტიის ლიდერმა აღნიშნა, გიორგი ვაშაძე ისნის ოლქში  ოპოზიციური პარტიების საერთო მაჟორიტარობის კანდიდატია.

„31 ოქტომბერს ქართველი ხალხი ჩვენს ქვეყანას გაუკეთებს ვაქცინას სახელწოდებით ანტი ბიძინა, რათა არასოდეს ასეთები ხელისუფლებაში არ მოვიდნენ. დიახ ეს არის ისტორიის განაჩენი, ტყუილებზე, უზნეობაზე, გადაგდებაზე, ძალადობაზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წახდენაზე, ადამიანთა უპატივცემლობაზე, პატიოსანი-წესიერი და პროფესიონალი პერსონების დაუფასებლობაზე და კიდევ მრავალ უსამართლო ქმედებებს ქართველი ხალხი არასდროს არავის არ პატიობდა და განაჩენის წერა დაწყებულია თქვენს მიერ ამ შეხვედრაზე. ერთიანობამდე ქართულმა ოპოზიციამ და ქართულმა პოლიტიკურმა გონმა გამოიარა საუკუნოვანი მწარე გამოცდილებები მაგრამ ბოლოს პოლიტიკურმა სივრცემ მოახერხა დამსხდარიყვნენ ერთად და ეთქვათ, რომ ასეთი ხელისუფლებები როგორიც დღეს გვყავს არასდროს არ იქნება და რომ ხალხია ხელისუფლების წყარო. დიახ ბატონი გიორგი ვაშაძე ოპოზიციის საერთო კანდიდატია, ის გახლავთ ამ საერთო ოპოზიციის ისტორიული შეთანხმების კანდიდატი და ყველას მოგიწოდებთ, რომ მას დაუჭიროთ მხარი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ამ მოწოდების არასდროს არ შემრცხვება რადგან საქმე გვაქვს რეფორმატორ, ნიჭიერ, ეროვნულ, აქტიურ, სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწესთან, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ეროვნულ ქურაში არიან გამოზრდილნი, რომლებიც შორიდან კი არ უყურებენ ქვეყანას, როგორც საექსპერიმენტო ობიექტს, არამედ თვითონვე იწვებიან იმ ცეცხლში რაშიც ჩვენ ვართ, გიორგი კი ზუსტად ასეთია, თავის თანამებრძოლებით. მეგობრებო 31 ოქტომბრის საღამოს, ჩვენ გვექნება თავისუფლება მოპოვებული და დაიწყება ქვეყნის მართვა კოალიიური პრინციპებით ყოველგვარი ერთპიროვნული მმართველების გარეშე, დიახ ეს არის თვენი მონაპოვარი, რომელიც იყო თქვენი შეკვეთა და ჩვენ ეს შევასრულეთ“ – შალვა ნათელაშვილი

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელიშალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved