• რეკლამა
  • კონტაქტი
01:10, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე ბიტკოინ-მილიონერია

ალია ავტორი - ალია
20:23 04-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კრიტპოვალუტაში ინვესტიცია წარმატებით განახორციელა – ამის შესახებ დეპუტატის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა. 2021 წლის 11 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ვაშაძე 57 ბიტკოინს და 315 ეთერიუმს ფლობდა, რომელთა საერთო ღირებულება დეკლარაციის შევსების დროისთვის $3 მილიონი დოლარი ანუ 10.17 მილიონი ლარი (11 თებერვლის კურსით) იყო. იმ შემთხვევაში, თუკი ვაშაძე ამჟამადაც ფლობს აღნიშნულ კრიპოვალუტებს, მაშინ მის საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტების ღირებულება $4.26 მილიონ დოლარს, ანუ 14.6 მილიონ ლარს შეადგენს – ამის მიზეზი კი კრიპტოვალუტების გაზრდილი ფასია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ვაშაძემ ბიტკოინში $18,000 დოლარის ინვესტიცია 2013 წელს განახორციელა და 57 ბიტკოინი შეიძინა. კრიპტოვალუტა ეთერიუმის შეძენის თარიღად გიორგი ვაშაძეს 2016 წელი აქვს მითითებული, დოკუმენტის თანახმად, მან $5,000 დოლარით 315 ეთერიუმი შეიძინა.

უფრო დეტალურად, კრიპტოვალუტების მიხედვით გიორგი ვაშაძის ქონება ასე ნაწილდება:

ბიტკოინი – დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძე 57 ბიტკოინს ფლობდა, ერთი ბიტკოინი $44,500 ღირდა, შესაბამისად მისი ჯამური ღირებულება $2,536,500 დოლარს, ანუ 8,395,815 ლარს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ერთი ბიტკოინის ღირებულება $61,399 დოლარია, თუკი ვაშაძე კვლავ ფლობს 57 ბიტკოინს, მაშინ ამ კრიპტოვალუტის ჯამური ფასი $3,499,743 დოლარი, ანუ 12,004,118 ლარია.

ეთერიუმი – დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძე 315 ეთერიუმს ფლობდა, ერთი ეთერიუმი $1,710 ღირდა, შესაბამისად, მისი ჯამური ღირებულება $538,650 დოლარს, ანუ 1,782,931 ლარს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ერთი ეთერიუმის ღირებულება $2,409 დოლარია, თუკი გიორგი ვაშაძე კვლავ ფლობს 315 ეთერიუმს, მაშინ ამ კრიპტოვალუტის ჯამური ფასი $758,835 დოლარი, ანუ 2,602,804 ლარია.

წყარო – bm.ge

თეგები: გიორგი ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved