• რეკლამა
  • კონტაქტი
20:41, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე – ბატონო გახარია, გიწვევთ დებატებში საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ

ალია ავტორი - ალია
12:09 09-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გიორგი გახარიას კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით სასაუბროდ დებატებში იწვევს და მიმართავს:

„ბატონო გახარია, თქვენ და თქვენმა გუნდმა 8 წლის განმავლოაში არცერთი დაპირება, ხაზს ვუსვამ არც ერთი დაპირება,  რომელიც მიეცით საქართველოს მოქალაქეებს, არ შეასრულეთ. ტყულია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ  ზრუნავთ ხალხზე. გაეროს ბავშთა ფონდის „იუნისფის“ მონაცემებით,საქართველოში მშიერი ადამიანების  რეკორდულად  მაღალი მაჩვენებელია და 8.2%-ს აღწევს, მთელ კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალია ეს მაჩვენებელი და მათ შორის,  3-ჯერ უფრო მეტი,ვიდრე სომხეთში. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ თქვენ პერიოდში ეკონომიკა წინ წავიდა და ზრუნავთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. თქვენი მართველობის დროს, რეკორდულად შემცირდა უცხოური ინვესტიციები. 40 000 სამუშაო ადგილი კერძო სექტორში კორონა ვირუსამდე, ხოლოდ 200 000 სამუშაო ადგილი  ახლა დაიკარგა. არაფერს არ აკეთებთ მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, სამაგიეროდ  45 მლნ ბიუჯეტში მოძებნეთ თქვენი ახლობლების კომპანიებისთვის გადასარიცხად, რასაც  IDF-ის, Bellingcat-ის და   საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევებიც ადასტურებს. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ზრუნავთ ხალხის უსაფრთხოებაზე. 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, 2-ჯერ გაიზარდა კრიმინალის მაჩვენებელი ქვეყანაში. გამოუძიებელი საქმეებისა და გაუხსნელი დანაშაულებების გამო, 40 000 დამნაშავე დღესაც თავისუფლად დადის ქალაქის ქუჩებში. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეფექტურად მართავთ კორონა ვირუსისგან გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციებს. ყოველდღიურად, სამწუხაროდ, დრამატულად იზრდება  ინფიცირებულთა  რაოდენობა. დღემდე, პრობლემად რჩება მასობრივი ტესტირება, რომელზეც თვეების წინ გესაუბრებოდით. არაფერს აკეთებთ  უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქართული  მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, რომელსაც ბანკები ართმევენ ქონებას. 

https://www.facebook.com/G.Vashadze/videos/345484729974590/

ბატონო გახარია, სწორედ, ამ თემებზე სასაუბროდ, ფაქტებით სამსჯელოდ  გიწვევთ დებატებში, ისევე როგორც ეს მიღებულია თანამედროვე,  დასავლურ ცივილიზებულ ქვეყნებში. დებატებში ყველა ტელევიზიების თანდასწრებით, საჯაროდ ნებისმიერ ადგილას, სადაც თქვენ გსურთ. მე ჩემი გეგმა სიღარიბის დაძლევის, კრიმინალის დამარცხებისადა ქვეყნის აღმშენებლობის უკვე წარვადგინე, სად არის თქვენი გეგმა?  2020 წლის არჩევნები იქნება არჩევანი სწორედ, საქმესა და  ტყუილებს შორის, აღმშენებლობასა და დამსხვრეულ ოცნებებს შორის, ძლიერ საქართველოსა და მუდმივად გაჭირვებასა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს შორის. ველი თქვენგან პასუხს და გელოდებით დებატებში! 

ბატონო გახარია, გიწვევთ დებატებში საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ!” – გიორგი ვაშაძე

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved