• რეკლამა
  • კონტაქტი
00:03, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი თხელიძე Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე სპიკერის რანგში წარდგა – თიბისი

ალია ავტორი - ალია
16:23 12-03-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

თიბისი პირველი ქართული ბანკია, რომელიც Financial Times–ის გლობალური ბანკინგის სამიტზე ლონდონში მიიწვიეს. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ მთავარი სცენის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2030 წლისთვის საბანკო სექტორის ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს.

ყოველწლიური ღონისძიება ლონდონში ტარდებადა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტლიდერს აერთიანებს. Global Banking Summit–ზებანკების ხელმძღვანელები, ტექნოლოგიური კომპანიები, ანალიტიკოსები და რეგულატორები ერთად განიხილავენ ფინანსური სექტორის ტენდენციებსა და შესაძლებლობებს.

გიორგი თხელიძესთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ: წამყვანი ბრიტანული კომერციული ბანკის – Lloyds – საცალო საბანკო საქმიანობის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე, შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანიის – Temenos-ისა და ბრიტანული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია – Encompass-ის წარმომადგენლები.

“Financial Times დაინტერესდა თიბისი ჯგუფის წარმატებით, რაც საქართველოსა და უზბეკეთში მოწინავე ტექნოლოგიების ადრეულ ეტაპზე დანერგვით არის განპირობებული. თიბისი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში ინტერნეტ ბანკი 2001 წელს დანერგა. ჯგუფმა განვითარება ტექნლოგიებისა და ინოვაციების ინტეგრაციით განაგრძო. საქართველოს გამოცდილებამ მყარი საფუძველი შექმნა, რომ უზბეკეთში პირველი სრულიად ციფრული ბანკი განგვევითარებინა, სადაც უკვე 22 მილიონი მომხმარებელი და თვეში 6 მილიონი აქტიური კლიენტი გვყავს.

ფორუმზე აქცენტი ტექნოლოგიურ განვითარებაზე გავაკეთეთ: თიბისის მომხმარებელთა 70% ბანკთანუკვე ციფრულ არხებში ურთიერთობს, ტრანზაქციების 95% კი ელექტრონულად სრულდება. თვეში 1 მილიონი ინტერაქცია AI აგენტების მეშვეობით ხდება, რაც მომხმარებელთა მოთხოვნის 50%-ს მოიცავს.

ამ ეტაპზე AI ინსტრუმენტების სრულყოფაზე ვმუშაობთ. 70 პროცესზე მეტი ბანკში უკვე ავტომატიზებულია, შედეგად, ვაჩქარებთ ბიზნესპროცესებს და ვაუმჯობესებთ მომხმარებელთა გამოცდილებას. ვცდილობთ, ბანკირებს კიდევუფრო მეტი მონაცემზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ პერსონიფიცირებული მომსახურებისთვის; ხოლო იქ, სადაც ადამიანის ჩართულობა აუცილებელი არ არის, AI ინტერაქცია უფრო ეფექტიანად დავნერგოთ.

მეამაყება, რომ Financial Times-მა ყურადღება სწორედ საქართველოზე და თიბისი ჯგუფზე შეაჩერა. შედეგად, მოგვეცა საშუალება, ჩვენი გამოცდილება საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაგეზიარებინა”,– გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved