ამ წუთებში დასრულდა გიორგი რურუას პროცესი და როგორც “მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში ბოლო ინფორმაციას ავრცელებს:
” გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა!”
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა, რომელიც ბრალდებას არ აღიარებს, 18 ნოემბერს, აქციის სპეცრაზმით დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მას ბრალად ედება იარაღის უკანონოდ ტარება.
მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად, ის დაკავშირებული იყო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან და მოძრაობას “სირცხვილია” ფინანსურ დახმარებასაც უწევდა.
მეგობრები და ოჯახის წევრები მის დაკავებას სწორედ ამ აქციებსა და ტელეკომპანია მთავარის მეწილეობას უკავშირებენ.
კომენტარები