მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვეს. სასამართლოში პროკურატურის მოწმეების დაკითხვა დასრულდა.
გიორგი რურუა ერთ-ერთია იმ პატიმრებს შორის, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში მოითხოვდა. “ნაციონალური მოძრაობა” და”ევროპული საქართველო” აცხადებენ, რომ ის პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული და მისი გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
გიორგი რურუას გათავისუფლების მოწოდებებს მმართველ პარტიას უგზავნიან ევროპარლამენტიდანაც. ისინი აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება მთლიანად უნდა შესრულდეს.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.
კომენტარები