• რეკლამა
  • კონტაქტი
23:01, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ფანგანი – სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებასა და მისი ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკას

ალია ავტორი - ალია
14:55 06-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
513
 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებასა და მისი ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკას.
განახლებადი ენერგიების საკითხზე სემეკის წევრმა „The Voice of Renewables”-ის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა. პანელურ დისკუსიაზე გიორგი ფანგანმა ყურადღება გაამახვილა მწვანე ენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდის აუცილებლობაზე, სემეკის როლსა და იმ მარეგულირებელ ნორმებზე, რომლებიც ხელს უწყობს განახლებადი ენერგიების გამოყენებას საყოფაცხოვრებო სექტორშიც. „ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად, საშუალოდ 4%-იანი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რასაც ჩამორჩება ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდის მაჩვენებელი. იმისთვის, რომ არ მივიღოთ კიდევ უფრო მეტად გაზრდილი იმპორტი, აუცილებელია ადგილობრივი წარმოების განვითარება.
ჩვენ უნდა შევძლოთ ელექტროენერგიის შიდა მოხმარების დაკმაყოფილება, ძირითადად, ადგილობრივი წარმოებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროენერგიის იმპორტის კიდევ უფრო მატება ენერგოდამოუკიდებლობის იმ დონესაც კი, რაც დღეს გვაქვს, დიდი ხნით ჩამოგვაშორებს“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა დისკუსიისას. The Voice of Renewables”-ის მიერ ორგანიზებული ორ დღიანი კონფერენციის თემაა განახლებადი ენერგიები. გიორგი ფანგანთან ერთად სადისკუსიო პანელში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლებმა.
თეგები: გიორგი ფანგანისემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved