• რეკლამა
  • კონტაქტი
11:25, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი მინდაძის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
16:42 01-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159
სინდისის პატიმარი, გიორგი მინდაძე, საპატიმროდან წერილს აგზავნის:
„გამარჯობა. 1 წელია უკვე, რაც 4 კედელს და ათასობით უსაყვარლეს ადამიანს შევცქერი. ჩიტებს ამბავი მოაქვთ, რომ ხალხს ძალიან გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ციხეში ვართ ბიჭები, გოგონები, კაცები, ქალები, მათზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ყველას ინდივიდუალური შეფასების ჩარჩოები აქვს. მე კი მინდა, გაგიზიაროთ ჩემი პირადი დამოკიდებულება და ემოციები თქვენ.
მინდა, პირველ რიგში, გთხოვოთ, რომ ჩემზე არ იდარდოთ. ვიცი, თქვენს გულებზე როგორ მოქმედებს, ინერვიულოთ თუნდაც ერთ ადამიანზე. დედაჩემი ამის ცოცხალი მაგალითია თავისი სამი სტენტით. ხოოდა სხვებს არ ვიცი, თუმცა ჩემზე ნერვიულობა ამად არ ღირს. ყველაზე მეტად მეუხერხულება, არ მსიამოვნებს, მძულს, არ ვიცი, როგორც გინდათ, დაარქვით, ტყუილად ბოდიშების მოხდა, ნერვიულობა იმაზე, რასაც ვერ შეცვლი. ხოდა რა მინდა, გითხრათ: მომდის ინფორმაცია, რომ ხალხს „ჩვენი”, ამ შემთხვევაში კი ჩემი, გამხნევება სურს, არ არის საჭირო. იმაზე მხნედ ვარ, ვიდრე მთელი ქოცბანდა მათი ოჯახებით ერთად აღებული. არა, ასეთ ცუდ დღეშიც არ ვარ (აქ სიცილის სმაილიკი). ბევრად მხნედ ვარ ამათთან შედარებით.
ახლა რა მინდა, მოგიყვეთ: ერთი წელი გავიდა, ხოდა დავფიქრდი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, ჩემს შვილებს და მათ შვილებს, კიდევ დღევანდელი ბაბუების ისტორიები როა, 36 მანეთად რუსეთში რომ საგულაოდ დადიოდნენ და ეგ აქვთ საუკეთესო მოგონებად, მსგავსი საცოდავი ისტორიების ნაცვლად, აქ გატარებულ დროზე მოვუყვები. ცხოვრების საუკეთესო დროისა და მოგონების სახით. ამაში კი თქვენ მიგიძღვით უდიდესი წვლილი, ხო, ამისთვის მადლობა.
21 წლის მანძილზე, კი არადა 22, მიუხედავად ჩემი ფიზიკური შეზღუდვისა, იმაზე მეტად ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე. მგონი, უსინდისობაა, უყვარდე ასობით ადამიანს უპირობოდ, გელოდებოდნენ მთელი გულით გარეთ და ეს არ გაბედნიერებდეს. არ დაგავიწყდეთ, ჩვენ სინდისის პატიმრებს გვეძახიან.
ხოდა ბევრი რომ არ ვილაყბო, თქვენს მადლობებს არ ვიღებ, რადგან აქეთ მაქვს მადლობა გადასახდელი, რომ ცხოვრებას მილამაზებთ.
ხო, „გავიმარჯვებთ სახელოვნად“ და „ცეცხლი ოლიგარქიას“ აღარ მოვაყოლებ. ეს ხომ თვალსაჩინო მოვალაია და ყველა, უთქმელად ვიცით.
არ იდარდოთ, 1 გავიდა, 4 დარჩა. ხოდა ესეც გაივლის“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved