• რეკლამა
  • კონტაქტი
19:08, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილი საჭესთან მობილურის გამოყენების გამო დააჯარიმეს

ალია ავტორი - ალია
16:51 05-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,207

საქართველოს ნაკრებისა და “ლივერპულის” მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ავტომობილის მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის 440 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს.

27 იანვარს, 15:45-ზე პოლიციამ ის მაშინ დააფიქსირა, როცა საკუთარი ავტომობილით, Audi-თ უორინგტონთან ახლოს, M6-ის ავტომაგისტრალზე მიდიოდა და მგზავრობისას ვიდეოს უყურებდა. ჯარიმასთან ერთად, მან მართვის მოწმობაზე 6 საჯარიმო ქულა მიიღო, დამატებით 120 გირვანქას გადახდა და 176 გირვანქის დაზარალებულთა ფონდისთვის გადახდა დაეკისრა.

უორინგტონის სასამართლოში გამართულ პროცესზე ჩეშირის პოლიციის ოფიცერმა აღნიშნა, რომ მან დაინახა, თუ როგორ ვერ გადავიდა შავი ფერის აუდი თავისუფლად ზოლში, რამაც მისი “ყურადღება მიიპყრო”.

“როდესაც გვერდით ჩავუარე, შევნიშნე, რომ მძღოლს ტელეფონი ხელში ეჭირა, საჭის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს. ის ეკრანზე რაღაცას უყურებდა, თანაც ამ დროს მაგისტრალისთვის დამახასიათებელი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა,” – წერს ოფიცერი.

როგორც კი უსაფრთხო სივრცე გამოჩნდა, პოლიციამ მანქანა გზის კიდეზე გააჩერებინა. მძღოლმა, რომელიც სალონში მარტო იმყოფებოდა, თავი გიორგი მამარდაშვილად წარადგინა და ქართული მართვის მოწმობაც აჩვენა. მთელი ეს პროცესი ოფიცრის სამხრე კამერამაც დააფიქსირა.

ფეხბურთელს პოლიციის უწყებაზე ოფიციალური პასუხი არ გაუცია, რის გამოც საქმე დახურულ რეჟიმში, წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე განიხილეს და ის დამნაშავედ ცნეს.(ბიემჯი)

თეგები: გიორგი მამარდაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved