• რეკლამა
  • კონტაქტი
01:44, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აპრილში და მაისში უნდა დაგვეშვა 1200-1800 ადამიანის გარდაცვალება?” – რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე გიორგი კანდელაკს

ალია ავტორი - ალია
14:13 09-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ექიმ გი­ორ­გი კან­დე­ლაკს ტე­ლე­და­ბა­ტებ­ში იწ­ვევს.

“გი­ორ­გი კან­დე­ლაკს ვიწ­ვევ ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში. 12 სექ­ტემ­ბერს ცნო­ბილ­მა ექიმ­მა, ბა­ტონ­მა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა თა­ვის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა მო­რი­გი პოს­ტი COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც იგი ნე­გა­ტი­უ­რად აფა­სებს ქვე­ყა­ნა­ში სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კა­ლი­სა და ექი­მე­ბის მიერ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ლი­ტი­კას და ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რის შე­დე­გა­დაც მისი სი­ტყვე­ბით „ხე­ლოვ­ნუ­რად შე­იქ­მნა არას­წო­რი მო­ლო­დი­ნე­ბი და და­სა­ხუ­ლი იყო შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი ამო­ცა­ნე­ბი “ – თით­ქოს „სწო­რი“ და „ქმე­დი­თი“ ღო­ნი­სი­ძი­ე­ბე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ეპი­დე­მია და ა.შ. რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ ქვე­ყა­ნას მძი­მე შე­დე­გე­ბი მო­უ­ტა­ნა. ბ-ნი გი­ორ­გი უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ღია კო­რუფ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც კი არ გა­მო­რი­ცხავს.

ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მია. მე მას უდი­დეს პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ რო­გორც იტყვი­ან „Amicus Plato sed magis amica veritas“ – პლა­ტო­ნი ჩემი მე­გო­ბა­რია, მაგ­რამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა უფრო დიდი მე­გო­ბა­რია. ბ-ნი გი­ორ­გის შე­ფა­სე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი კი მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან შორს არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­დან და ტენ­დენ­ცი­უ­რია, უფრო მე­ტიც – ისი­ნი გარ­კვე­ულ­წი­ლად საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, რა­მე­თუ შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ნი­ჰი­ლიზ­მი, უნ­დობ­ლო­ბა და იმის გან­ცდა, რომ ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვი­სი არას­წო­რი ქმე­დე­ბე­ბით დარ­ტყმის ქვეშ და­ა­ყე­ნა.ასევე დაგაინტერესებთ

ამი­ტომ მე მინ­და ვთხო­ვო ბ-ნ გი­ორ­გის შევ­ხვდეთ ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში, რათა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ პა­სუ­ხი გა­ე­ცეს მთა­ვარ კი­თხვას – ექი­მე­ბის და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კა­ლის მიერ COVID-19-ის პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი (პრე­ვენ­ცი­უ­ლი, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი და სამ­კურ­ნა­ლო) სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო სწო­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი (რო­გორც ამას მთე­ლი მსოფ­ლიო თვლის), თუ ეს იყო სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა მძი­მე შე­დე­გე­ბით (რო­გორც ამას ბ-ნი გი­ორ­გი თვლის). ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმის გა­და­სა­წყვე­ტად, სწო­რი გზით მი­დის, თუ არა ქვე­ყა­ნა COVID-19-ის პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით.

რაც შე­ე­ხე­ბა ბ-ნი გი­ორ­გის ცალ­კე­ულ კრი­ტი­კულ შე­ფა­სე­ბებს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთ პოს­ტში ყვე­ლა­ფერს პა­სუ­ხი გას­ცე, ამი­ტომ შე­ვე­ხე­ბი მხო­ლოდ ძი­რი­თადს. ხოლო და­ნარ­ჩენ­ზე ალ­ბათ ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში ვი­სა­უბ­რებთ.

პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, კრე­ბი­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი – ეს არის მო­სახ­ლე­ო­ბის 1 მი­ლი­ონ­ზე COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რაც არა­ნა­ირ მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას და გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და მსოფ­ლი­ოს (World meter, ჯან­მო და სხვ.) ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ორი­ვე ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლო უპი­რო­ბო ლი­დე­რია ევ­რო­პის 49 ქვე­ყა­ნას შო­რის. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე სულ COVID-19-ის 643 შემ­თხვე­ვა და 5 გარ­დაც­ვლი­ლი მო­დის, რაც ბევ­რად ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში.

ასე მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ 1 მი­ლი­ონ­ზე COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი 121-ჯერ ნაკ­ლე­ბია ვიდ­რე აშშ-ში, 116-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე შვე­დეთ­ში, 128-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე ეს­პა­ნეთ­ში, 123-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, 118-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე იტა­ლი­ა­ში, 95-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე საფ­რან­გეთ­ში, 26-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე რუ­სეთ­ში, 22-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე გერ­მა­ნი­ა­ში, 62-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე სომ­ხეთ­ში, 11-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე აზერ­ბა­ი­ჯან­ში, 17-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე თურ­ქეთ­ში, 25-ჯერ ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე ის­რა­ელ­ში და ა.შ. და ა.შ. ანუ სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რად სჯობ­ნის არა­მარ­ტო ევ­რო­პის და ამე­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს, არა­მედ გან­ვი­თა­რე­ბადსაც და ასე გან­სა­ჯეთ, იმ ქვეყ­ნებ­საც კი, რომ­ლე­ბიც მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ნი. ეს არის ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო კრე­ბი­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, თუ რო­გორ უმკლავ­დე­ბო­და ესა თუ ის ქვე­ყა­ნა COVID-19-ის პა­ნე­დე­მი­ას და მისი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ბ-ნი გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ ქვეყ­ნის “ტო­ტა­ლუ­რი პა­რა­ლი­ზე­ბის პო­ლი­ტი­კა”, რაც მარ­ტი­დან ივ­ნი­სის ჩათ­ვლით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, გარ­და უმ­ძი­მე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, სა­მე­დი­ცი­ნო (?! თ.ც.) შე­დე­გე­ბი­სა მო­ი­ტა­ნა ის, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ტალ­ღის პიკი პირ­და­პირ თან­ხვედ­რი იქ­ნე­ბა გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის პი­კი­სა და შე­საძ­ლოა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის რე­ა­ლუ­რად პა­რა­ლი­ზე­ბის რის­კიც დად­გეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ასე არ არის. ჯერ ერთი ე.წ. „ლო­ქ­და­უ­ნი“ (ჩა­კეტ­ვა, კა­რან­ტი­ნი) ჩვენ­თან გრძელ­დე­ბო­და 21 მარ­ტი­დან 22 მა­ი­სამ­დე და არა ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე. მე­ო­რეც, ამ პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ოს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ (შვე­დე­თის გარ­და) გა­მო­ა­ცხა­და ე.წ. „ლო­ქ­და­უ­ნი“ და თან ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბით, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლომ. ასე მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში მო­ქა­ლა­ქეს სა­კუ­თა­რი ბი­ნის და­ტო­ვე­ბა შე­ეძ­ლო მხო­ლოდ წი­ნას­წა­რი ნე­ბარ­თვით, ხოლო ბი­ნის გა­რეთ თა­ვი­სუფ­ლად ყოფ­ნა შე­ეძ­ლოთ არა­უ­მე­ტეს ერთი სა­ა­თით და არა უმე­ტეს 1 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უ­სით.

უფრო მე­ტიც – ევ­რო­პის ბევ­რი ქვე­ყა­ნა გა­ნი­ხი­ლავს გან­მე­ო­რე­ბი­თი „ლო­ქ­და­უ­ნის“ შე­საძ­ლებ­ლო­ბას , ხოლო ბევ­რის­თვის სა­მა­გა­ლი­თო ქვეყ­ნად მიჩ­ნე­ულ­მა ის­რა­ელ­მა უკვე გა­მო­ა­ცხა­და გან­მე­ო­რე­ბი­თი „ლო­ქ­და­უ­ნი“. გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო შვე­დე­თი, რომ­ლის მო­დელ­თა­ნაც ბ-ნი გი­ორ­გის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა და რა მი­ი­ღო შვე­დეთ­მა ამით?! – COVID-19-ის 87575 შემ­თხვე­ვა და 5860 გარ­დაც­ვლი­ლი (6,69%) (შვე­დე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა­ზე სულ 2.5-ჯერ მე­ტია). მა­შინ როცა სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს COVID-19-ის 2758 შემ­თხვე­ვა და სულ 19 (ცხრა­მე­ტი) გარ­დაც­ვლი­ლი (0.69%). რაც შე­ე­ხე­ბა შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის პე­რი­ოდს და გრი­პის ეპი­დე­მი­ის პიკს, არ გვგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­შიც კი სა­ქარ­თვე­ლო ავად­მყოფ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბით შვე­დეთს მი­უ­ახ­ლოვ­დეს. ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ გრი­პის ეპი­დე­მია წელს შე­საძ­ლოა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე სუს­ტი იყოს, ვი­ნა­ი­დან COVID-19-ის საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო ზო­მე­ბი და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად გრი­პის საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოც არის და გრიპ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­აც წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით მას­შტა­ბუ­რი იქ­ნე­ბა.

ბ-ნი გი­ორ­გის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს „კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი გავ­რცე­ლე­ბის გზით“ (?! თ.ც.) ძი­რი­თა­დი დარ­ტყმა უნდა მი­ე­ღო ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რელ თვე­ებ­ში – აპ­რილ­ში, მა­ის­ში, ივ­ნის­ში (ისე, რო­გორც ეს მოხ­და ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში) და მა­შინ თა­ვი­დან ავი­ცი­ლებ­დით შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთრ მა­ტე­ბას გრი­პის პი­კის პე­რი­ოდ­ში (შე­მოდ­გო­მა-ზამ­თა­რი). ასე­თი ლო­გი­კა სო­ფის­ტი­კის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თია (არ მინ­და სხვა უფრო ზუს­ტი და მკვეთ­რი სი­ტყვა ვიხ­მა­რო), ჯერ ერთი სხვა ქვეყ­ნებ­მა შეგ­ნე­ბუ­ლად კი არ მი­ი­ღეს ძი­რი­თა­დი დარ­ტყმა აპ­რილ-ივ­ნის­ში (მა­შინ „ლო­ქ­და­უნს“ არ გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ), არა­მედ უბ­რა­ლოდ ვერ შეძ­ლეს ამ დარ­ტყმის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, მე­ო­რე – სა­ინ­ტე­რე­სოა რას ნიშ­ნავს „კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი გავ­რცე­ლე­ბის გზა“ , მა­გა­ლი­თად, აპ­რილ­ში უნდა დაგ­ვეშ­ვა, ვთქვათ, COVID-19-ის 10-15 ათა­სი შემ­თხვე­ვა და და­ახ­ლო­ე­ბით 600-900 ავად­მყო­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, შემ­დეგ მა­ის­ში კი­დევ 10-15 ათა­სი შემ­თხვე­ვა და კი­დევ 600-900 ავად­მყო­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და ა.შ. ხვდე­ბით რა დღე­ში ვიქ­ნე­ბო­დით?

სხვას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, თუ COVID-19-ის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბას და­ვუშ­ვებ­დით, რო­გორ უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა რე­გუ­ლი­რე­ბა თვე­ში 5 ათა­სი შემ­თხვე­ვა გვექ­ნე­ბო­და, 10 ათა­სი, თუ 20 ათა­სი. და ბო­ლოს მთა­ვა­რი – არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი გა­რან­ტია, რომ იმ ქვეყ­ნებ­ში (შვე­დე­თის ჩათ­ვლით) რომ­ლებ­მაც ძი­რი­თა­დი დარ­ტყმა აპ­რილ­ში, მა­ის­ში და ივ­ნის­ში მი­ი­ღეს, შე­მოდ­გო­მა-ზამ­თარ­ში COVID-19-ის ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვა ექ­ნე­ბათ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს, რამე თუ ამ ქვეყ­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით ე.წ. „იმუ­ნუ­რი ფე­ნის“ (ვი­საც COVID-19 გა­და­ტა­ნი­ლი აქვს და სის­ხლში IgG ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი აქვთ), სი­დი­დე მო­სახ­ლე­ო­ბის 10-12%-ს არ აღე­მა­ტე­ბა, რაც სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს შე­მოდ­გო­მა-ზამ­თარ­ში შემ­თხვე­ვე­ბის სიხ­ში­რე­ზე. ანუ, ე.წ. „ჯო­გუ­რი“ იმუ­ნი­ტე­ტის იმე­დი ვერ გვექ­ნე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, რომ ჯერ ისიც არ არის ცნო­ბი­ლი, თუ რამ­დე­ნად მყა­რია იმუ­ნი­ტე­ტი COVID-19 გა­და­ტა­ნილ პი­რებ­ში.

სხვას რომ ყვე­ლა­ფერს თავი და­ვა­ნე­ბოთ, სა­ქარ­თვე­ლომ COVID-19 წარ­მა­ტე­ბუ­ლი მარ­თვით სულ ცოტა შვი­დი თვე მო­ი­გო, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა იმის­თვის, რომ პან­დე­მი­ის და­სას­რულს (ვაქ­ცი­ნით, ან ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე) ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გე­ბით შევ­ხვდეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. „უსიმპტო­მო“ ავად­მყო­ფე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას, ეტყო­ბა ჩვენ­მა ოპო­ნენ­ტებ­მა შე­მო­სა­და­ვე­ბე­ლი სხვა ვე­რა­ფე­რი ნა­ხეს და სულ ამას გვი­კი­ჟი­ნე­ბენ. გე­გო­ნე­ბა ამით მარ­თლა რა­ი­მე შავ­დე­ბო­დეს. საქ­მე იმა­შია, რომ როცა COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის რი­ცხვი მცი­რეა და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­წო­ლე­ბის პრობ­ლე­მა არ არის, ე.წ. „უსიმპტო­მო“ ავად­მყო­ფე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გა­მარ­თლე­ბუ­ლია, თუნ­დაც იმი­ტომ, ისი­ნი (ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი) აღარ წარ­მო­ად­გე­ნენ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის წყა­როს, რა­საც მთლი­ა­ნად ვერ ავი­ცი­ლებ­დით მათი სახ­ლში და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. გარ­და ამი­სა, COVID-19-ს არა­იშ­ვი­ა­თად ახა­სი­ა­თებს სწრა­ფი დამ­ძი­მე­ბა და სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა „უსიმპტო­მო“ და­სა­წყი­სის შემ­თხვე­ვა­შიც. ასე მა­გა­ლითდ, ინ­გლის­ში ა.წ. აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით COVID-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ყო­ვე­ლი 10 ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვი­დან 1 შემ­თხვე­ვა ჰოს­პი­ტალს გა­რეთ, მათ შო­რის სა­კუ­თარ ბი­ნებ­ში და­ტო­ვე­ბუ­ლებ­ზე მო­დი­ო­და. ეს არის კარ­გი? ხოლო თუ ჩვენ­თან შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმ­დე­ნად მო­ი­მა­ტებს, რომ სა­წო­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნე­ბა, ჩვენც, რა თქმა უნდა, უსიმპტო­მო და მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს ბი­ნა­ზე ვუმ­კურ­ნა­ლებთ. ჩვენ ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ მოქ­ნი­ლი ტაქ­ტი­კით და არა დოგმე­ბით.

ბ-ნი გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ იტა­ლი­ის ლომ­ბარ­დი­ის პრო­ვინ­ცი­ის გარ­და, არ­სად მსოფ­ლი­ო­ში „კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ას არ გა­მო­უწ­ვია სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მის პა­რა­ლი­ზე­ბა და კრა­ხი“. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი. მაშ რა ერ­ქვა იმას, რაც გა­სულ თვე­ებ­ში ევ­რო­პის (შე­საძ­ლოა გერ­მა­ნი­ის გარ­და) და ამე­რი­კის კლი­ნი­კურ სექ­ტორ­ში ხდე­ბო­და? როცა კლი­ნი­კე­ბი უად­გი­ლო­ბის გამო არა­იშ­ვი­ა­თად უარს აცხა­დებ­დნენ COVID-19-ით სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის და მძი­მე, მათ შო­რის ზოგ­ჯერ ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზეც კი, რაც შორს რომ არ წა­ვი­დეთ, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ­მა ბევ­რა ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­მაც თა­ვის თავ­ზე გა­მოს­ცა­და. ამა­ზე არა­ერ­თი წყა­რო ღიად სა­უბ­რობ­და. შვე­დეთ­ში „სათ­ნო­ე­ბის სახ­ლებს“ პირ­და­პირ ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბა 65 წელ­ზე მეტი ასა­კის ავად­მყო­ფე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში არ მი­ეყ­ვა­ნათ და მათი ნა­წი­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე იღუ­პე­ბო­და. ან კი­დევ რო­გორ გა­მოჰ­ყავ­დათ სახ­ლე­ბი­დან მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი სპეც. მან­ქა­ნე­ბით, სპეც. ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბილ პერ­სო­ნალს. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კი დაკ­რძალ­ვებს ვერ აუ­დი­ოდ­ნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე არ იყო? ამ ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის რე­სურ­სი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სა­ზე შე­უ­და­რებ­ლად მწი­რია, არ­ცერ­თი COVID-ით ავად­მყო­ფი ერთი სა­ა­თიც კი არ მდგა­რა რიგ­ში და მი­თუ­მე­ტეს არ დარ­ჩე­ნი­ლა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე.

ამ­დე­ნად, სრუ­ლი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ COVID -19-ით ავა­დო­ბის და ლე­ტა­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ძა­ლი­ან და­ბალ ნიშ­ნულს მი­აღ­წია არა „ლო­ქ­და­უ­ნე­ბის“ და ე.წ. „დრა­კო­ნუ­ლი ზო­მე­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბით, არა­მედ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კა­ლი­სა და ექი­მე­ბის სა­ა­თი­ვით გა­მარ­თუ­ლი, სწო­რი და ეფექ­ტი­ა­ნი მუ­შა­ო­ბით. სა­ქარ­თვე­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და პრინ­ცი­პით „პირ­ველ რიგ­ში – მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, შემ­დეგ – ეკო­ნო­მი­კა“. მაგ­რამ აქაც ქვე­ყა­ნამ გა­მო­ავ­ლი­ნა კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვის (მათ შო­რის ეკო­ნო­მი­კის მარ­თვის) შე­სა­შუ­რი უნა­რი, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს ის ფაქ­ტი, რომ გან­ვლილ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კის ვარ­დნა არ ყო­ფი­ლა იმა­ზე მეტი, ვიდ­რე ევ­რო­პის და ამე­რი­კის უმ­რავ­ლეს ქვეყ­ნებ­ში. ასე მა­გა­ლი­თად, მსოფ­ლიო ბან­კის „Global Economic Prospects”-ის ივ­ნი­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით 2020 წლის ბო­ლოს­თვის ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ეკო­ნო­მი­კის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა სა­შუ­ა­ლოდ იქ­ნე­ბა 9.1%, აშშ-ში – 6.1%, ია­პო­ნი­ა­ში – 6.1%, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში 4.8%.

და მა­ინც, „წი­წი­ლებს შე­მოდ­გო­მა­ზე ით­ვლი­ა­ნო“. რო­დე­საც COVID-19-ის პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა (ვაქ­ცი­ნით, ან ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე) ვნა­ხავთ, თუ რო­მე­ლი ქვე­ყა­ნა შეხ­ვდე­ბა ამ მო­მენტს ადა­მი­ა­ნე­ბის ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გით და ნაკ­ლე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლით“

თეგები: გიორგი კანდელაკითენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved