• რეკლამა
  • კონტაქტი
04:22, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ღიბრაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, როგორ მუშაობს კოვიდსტატუსთან დაკავშირებული აპლიკაციები

ალია ავტორი - ალია
12:37 12-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა, როგორ მუშაობს კოვიდსტატუსთან დაკავშირებული აპლიკაციები.

„ამ დღეების განმავლობაში, კოვიდპასპორტებისა და აპლიკაციების საკითხი აქტუალური იყო. ქვეყანაში არის ორი სხვადასხვა აპლიკაცია, რომელსაც ორი სხვადასხვა დანიშნულება აქვს. პირველია აპლიკაცია Georgia e-Health-ი, რომელიც დაერთებულია ევროკავშირის ერთიან სივრცეზე. შესაბამისად, როდესაც ადამიანი Georgia e-Health-ზე რეგისტრირდება, მისი გამოყენება შეუძლია ევროკავშირს +25 ქვეყანაში, სადაც ეს ერთიანი სისტემა მოქმედებს. ცხადია, აპლიკაცია საქართველოშიც მოქმედებს და ნებიმიერი ადამიანი, რომელსაც ის გადმოწერილი და დაყენებული აქვს, ჩვეულებრივად სარგებლობს თავისი მწვანე სტატუსის გადამოწმებითა და დადასტურებით.

ასევე, ცხადია, ძალაშია და მოქმედებს იუსტიციის სახლში დაბეჭდილი COVID-19-ის ბარათიც.

რაც შეეხება CovidPass Georgia-ს – ესაა აპლიკაცია, რომელიც მხოლოდ საქართველოში გამოიყენება. მას 2 დანიშნულება აქვს. პირველია ჩვენი სტატუსის გადამოწმება და ნახვა და მეორეა ჩაშენებული სკანერი, რომლის მეშვეობითაც, აპლიკაცია ახდენს ადამიანის მწვანე სტატუსის იდენტიფიკაციას. რეგისტრაცია ძალიან მარტივია, სულ რამდენიმე პუნქტისგან შედგება. ეს აპლიკაცია გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ადამიანი უცხო ქვეყნიდანაა შემოსული და არაა ევროკავშირის ერთიანი სივრცის წევრი. ამ შემთხვევაში, როდესაც საზღვარზე ფიქსირდება მისი სტატუსი, აპლიკაცია ავტომატურად ინახავს ამ სტატუსს.

ტექნიკური პრობლემები უკავშირდებოდა სხვადასხვა ასპექტს. მაგალითად, ბაზაში მონაცემის დაგვიანებით ატვირთვა, არასწორი მონაცემები და ა.შ. ამისთვის, რამდენიმე საინფორმაციო კამპანია წარიმართა და ინფორმაცია განთავსებულია ისეთ ვებგვერდებზე, როგორებიცაა www.provax.ge და ჯანდაცვის სამინისტროს გვერდი. ამასთან, მუშაობს სპეციალური ცხელი ხაზი“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ ვისაც აპლიკაცია არ აქვს, შეუძლია, გამოიყენოს საქართველოში დაბეჭდილი ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც აქვს QR ან Bar კოდი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved