პარტია “ საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია დღეს პატრიარქს შეხვდა.
25 დეკემბერს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წელი ხდება. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პატრიარქს დღეს მიულოცა, რადგან 25 დეკემბერს საქართველოში არ იქნება.
“მოგეხსენებათ, რომ 25 დეკემბერს არის პატრიარქის აღსაყდრების 44 წელი და უნდა მიმელოცა. სამწუხაროდ, ადრე მომიწია, იმიტომ რომ 25 დეკემბერს საქართველოში არ ვიქნები და ეს იყო ძირითადი მიზეზი ასე ადრე რატომაც მომიწია მილოცვა“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ, მან პირველად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და თქვა, რომ ახლა ქვეყანაში “პოლიტიკურ პროცესში განსაკუთრებული არაფერი ხდება”.
“ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში, მოგეხსენებათ ახალი პარტია გვაქვს და ბევრი საქმე და სამუშაოა, ამიტომ, ბევრი გვიწევს რეგიონებში ხალხთან მუშაობა, თან განსაკუთრებული ახლა პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა, საკრებულოები, დღეს არის პრიორიტეტი, როცა ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ”,-თქვა გიორგი გახარიამ.
კომენტარები