• რეკლამა
  • კონტაქტი
22:21, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი გახარია – ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება

ალია ავტორი - ალია
11:21 12-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” წინაშე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, რაც, აორმაგებს მთავრობის პასუხისმგებლობას.

„2020 წელი იყო საკმაოდ რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის. გლობალურმა პანდემიამ, ფაქტობრივად, გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს. ასევე, ცალკე აღებულ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე. რაც, რა თქმა უნდა, აორმაგებს ჩვენს პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით, როგორც მთავრობის ასევე პარლამენტის. პარლამენტის, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჯანსაღი ოპოზიცია არ ჰყავს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისიწინებით, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, როგორც გლობალური პანდემიის თალსაზირისით ასევე ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური პროცესის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ჩვენმა მოქალაქეებმა, როცა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს. მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე მომავალი წლების განმავლობაში იქნება, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე და პირველ რიგში, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის პროგრამა, რომელიც პარლამენტის წინაშეა წარმოდგენილი და რომელზეც დღეს და ხვალ შესაძლებლობა გვექნება რომ ვისაუბროთ, პროგრამა რომელსაც სახელად ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, განვახორციელოთ სრულად. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მიზანი და ოცნება არის ის, რომ 4 წლის თავზე შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved