• რეკლამა
  • კონტაქტი
13:22, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გიორგი გაბუნიას საფრთხე ისევ ემუქრება…”

ალია ავტორი - ალია
00:59 06-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“გიორგი გაბუნიას სიცოცხლე საფრთხეშია იმ ცნობილი გამოსვლის შემდეგ, მით უმეტეს რომ ამ გამოსვლამ ყველასათვის მოულოდნელად უზარმაზარი რეზონანსი მიიღო.

რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, თვითონ პუტინი პიროვნულად არ პატიობს არავის მასზე რეზონანსულ თავდასხმებს და ამის არა ერთი მაგალითი გვაქვს როცა მისი საწინააღმდეგო გამოსვლების შემდეგ გარკვეული დროის მერე და არა მაშინვე ამ გამოსვლების ავტორებს დაუდგენელ ვითარებაში დაღუპულებს ნახულობდნენ.

ამჯერად გიორგი გაბუნია სასწაულმა იხსნა და ამ სასწაულის ავტორები უკრაინელები არიან! უკრაინელები და არა საქართველოს მთავრობა, რომელმაც გაბუნია იმთავითვე დაგმო და თავისი ტიტუშკები შეუსია! საქართველოს მთავრობამ გაბუნია კი არა, საკუთარი თავი იხსნა უკრაინელების მიერ უკვე გამჟღავნებული შეკვეთილი მკვლელობის აღიარებით და მასზე რეაგირებით და რომ არა უკრაინელები, რა თქმა უნდა ამას არ გააკეთებდა. პუტინის მოკავშირე ივანიშვილის ხელისუფლება პუტინის მიერ დაგეგმილ ტერაქტს ხელს ვერ და არ შეუშლიდა.

დღეს საქართველოს მთავრობა უმძიმეს მდგომარეობაშია და სწორედ ამიტომ არ აკეთებს საპროტესტო განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, ის ყველანაირად შეეცდება ისრები ქვეყნის შიგნით გადმოიტანოს ე.წ. თანამზრახველებზე აქცენტით და ამით აირიდოს თავიდან პუტინთან დაპირისპირება.

ამ განცხადებას ვაკეთებ პირველ რიგში მათ გასაგონად, რომლებიც აყოლილი არიან მთავრობიდან წამოსულ მესიჯებს და ერთმანეთის მიყოლებით მადლობებს უხდიან ქართველ სამართალდამცველებს და მთავრობას ამ ოპერაციის ჩატარებისთვის.

ყველა, ვინც დღეს მადლიერებას გამოხატავს ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ, იქნება ის გავლენის აგენტი თუ უბრალოდ დაბნეული ადამიანი, ნებით თუ უნებლიედ ხელს უწყობს ხელისუფლებას, დაფაროს ნამდვილი დამნაშავე და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გააძლიეროს საფრთხე რომელიც გიორგი გაბუნიას რა თქმა უნდა ისევ ემუქრება და ყველას კარგად უნდა ესმოდეს რომ საქართველოს ტერიტორიაზე მსგავს აქტზე პუტინთან ერთად პასუხს აგებს მისი მოკავშირე ივანიშვილის ხელისუფლება!

რაც უფრო სწორად დავარქმევთ სახელს ყველაფერს, მით უფრო შევამცირებთ პუტინისგან წამოსულ საფრთხეს და ეს განცხადებაც პრევენციის მიზნით კეთდება.

P.S. თუ ვინმე საწინააღმდეგოს დაწერას ფიქრობს კომენტარში, მისი ნებაა, მაგრამ მანამდე კარგად გაიაზროს რა და რატომ წერია ამ განცხადებაში.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved