• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი დვალიშვილის ინფორმაციით, ლევან იზორიას ძმის ვიდეოს გასაჯაროვების შემდეგ, მის ოჯახს უთვალთვალებენ

ალია ავტორი - ალია
14:09 01-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
347

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ლევან იზორიას ძმის დაკავებისა და მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ მისი გათავისუფლების ვიდეო გაასაჯაროვა, ამბობს, რომ მის ოჯახს უთვალთვალებენ. ამის შესახებ გიორგი დვალიშვილმა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის მზადაა, რომ საგამოძიებო უწყებებთან ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით ითანამშრომლოს.

დვალიშვილი მოუწოდებს, შესაბამის სამსახურებს, რომ შეწყდეს მისი ოჯახის თვალთვალი.

“მინდა მივმართო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, დაანებეთ თავი ჩემი ოჯახის თვალთვალს. თვალთვალი ჩემზე არ არის პრობლემა, მე დასამალი არაფერი არ მაქვს. მზად ვარ ახლაც შევიდე და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, თუ რამე აინტერესებთ. მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს. მყავს სამი არასრულწლოვანი გოგონა, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ. თვალთვალი მათზე, ყოფნა სადარბაზოში, ეს უკვე ძალიან ზედმეტია”, — განაცხადა გიორგი დვალიშვილმა.

გიორგი დვალიშვილმა 23 იანვარს მთავარ არხს მიაწოდა 2014 წელს გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს ის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ.

მთავარი არხის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ დვალიშვილს მაშინდელმა საპატრულო პოლიციის უფროსმა, კახა ბუხრაძემ ვიდეომასალის გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც უარი უთხრა და განუმარტა, რომ ვიდეოს გამოძიებას გადასცემდა. მისი თქმით, ამის შემდეგ დევნა დაიწყო და ის ჩამოაქვეითეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved